LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა დგას ფრაზის “ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს” უკან – ლაშა ბერულავა

რა დგას ფრაზის “ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს” უკან – ლაშა ბერულავა

დაპოსტა 2023/08/07-ში
A A
402
ნახვა
გაზიარება

ლაშა ბერულავა:

ძალიან დიდი ბოდიში ნატურალურობის გამო (ვეცდები, მცირე დოზით იყოს) და ბოდიში, თუ ამას აქ დაღუპულთა ახლობლები კითხულობენ, მაგრამ მგონი, საინტერესოცაა და აქტუალურიც, რა დგას ფრაზის “ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს” უკან, ანუ, რა პროცესია ეს:

მუშაობა ადგილზე ხდება შემდეგი სქემით: სამ-ოთხმეტრიან ლამში მუშაობს ექსკავატორი, ციცხვით ფრთხილად აცლის ზედა ფენას, ჯგუფი ამ ამოტანილ ლამს ათვალიერებს, თუ რამე მიმანიშნებელია, რომ უფრო ქვემოთ შეიძლება ადამიანი/ცხედარი იყოს (ტანსაცმლის ფრაგმენტი, სათამაშო, სამკაულის, აქსესუარის, საათის ფრაგმენტი, რაიმე ისეთი ნივთი, რაც იმ ნივთებს შორისაა, რომლებსაც, როგორც წესი, თან ვატარებთ), ექსკავატორი ჩერდება, საქმეში ერთვებიან მაშველები უკვე ხელსაწყოებით და ფანრებით (მიწის ნაპრალებში, კოტეჯების კარკასის ფრაგმენტებში რომ ჩაანათონ).

თუ მიწის იმ მასაში არაფერი მსგავსი არაა, ციცხვი ისევ ერთვება საქმეში და ახალი მასა ამოაქვს. რა თქმა უნდა, ამ მასას უკვე დათვალიერებულ მხარეს ყრის, წინ წასასვლელ ადგილს იტოვებს. ამ ექსკავატორებს შორიდან რომ შეხედოთ, ლამში ჩაფლული გეგონებათ – ძლივს ჩანან (ფოტოზეა).

უფრო მეტი ნატურალობის თავიდან ასაცილებლად ვიტყვი, რომ “ცხედარი იპოვეს”, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იპოვეს ცხედარი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს, ზოგჯერ ძებნის ადგილას ადამიანის სხეულის ისეთი ფრაგმენტი ამოაქვთ, რომლითაც არათუ იდენტიფიცირება, სქესის დადგენაც კი შეუძლებელია.

ვინმეს რომ არ ეგონოს, ცხედრებს ექსკავატორის ციცხვი ანაწევრებს ამოყვანისას, აქვე ვიტყვი, რომ ამის შანსი მცირეა – იმ ადამიანთა ცხედრები, ვინც ღვარცოფის უშუალო დარტყმის ქვეშ მოჰყვნენ, უშუალოდ სტიქიის დროს არიან დანაწევრებული, ტანსაცმელშემოფლეთილი და ა.შ. (ბოდიში კიდევ ერთხელ, ნატურალურად აღწერის დოზის გამო) – ამის დამადასტურებელ ფოტოს, უბრალოდ, არ დავურთავ.

დავუბრუნდეთ ექსკავატორს: თითოეული ციცხვი მიწა დიდი სიფრთხილით ამოაქვთ და იქვე, ექსკავატორის ბორტზე მყოფი ერთი მაშველი (არა მძღოლი) ამ მიწას გულდასმით აკვირდება (ფოტოზეა), ჩხრიკავს და თუ ადამიანზე მიმანიშნებელი არაფერია, ციცხვით იყრება გვერდით, მერე ხდება ციცხვის ჩაფლობის ბოლო წერტილის დათვალიერება-დამუშავება, რის შემდეგაც ექსკავატორი ისევ აგრძელებს მუშაობას ან ჩერდება – გააჩნია რა ხდება მიწის მასაში.

ახლა წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით ექსკავატორი მუშაობს ამ რეჟიმში (ესეც ფოტოზე ჩანს), წარმოიდგინეთ, რამდენი დრო და დაკვირვება სჭირდება ამ პროცესს, ვიმეორებ, სამი-ოთხი მეტრის მიწის (ლამის) მასის ასე დეტალურად ჩხრეკა-დათვალიერებას. და მასშტაბებსაც წარმოიდგენთ.

რაც აღვწერე, მხოლოდ საკუთარი თვალებით ნანახს და ჩემი იქ მყოფი მეგობრების ნაამბობს ეფუძნება, ხოლო იმას, რაც მიამბეს გუშინ და გუშინწინ, ადასტურებს მათი გადაღებული ფოტოებიც და ოფიციოზის მიერ გამოქვეყნებული ფოტოგალერეაც დღეს, რამდენიმე საათის წინ. და სხვათა შორის კი, ღამითაც მუშაობენ სპეცგანათებით, როტაცია-ჩანაცვლების პრინციპით.

ვინმე აუცილებლად იკითხავს – რატომ არ გვაქვს ხელსაწყოები, რომლებსაც, ვთქვათ, გამნაღმველი ან ოქრომძებნი მეტალოდეტექტორის მსგავსად, სიგნალის გამოსცემა შეუძლიათ ლაფში ჩაფლულ ცხედრებზე? ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ლეგიტიმური შეკითხვაა, თუმცა, ვფიქრობ, ამ ხელსაწყოებსაც შეზღუდული ექნება შესაძლებლობა უკვე გაციებული, ორიდან ოთხ მეტრამდე ჩაფლული ცხედრების მოსაძებნად – ზუსტად ვერ ვიტყვი, არ მქონია დრო, ეს საკითხი დეტალურად შემესწავლა, ვინმეს თუ აქვს შესწავლილი, ჩემი კედელი ყველასთვის ღიაა, არამეგობრებისთვისაც – კომენტარებში დაწერეთ ან ჩაყარეთ ლინკები, ფოტოები.

მსოფლიო პრაქტიკა ნგრევისას ნანგრევების, ღვარცოფ-მეწყრისას კი მიწის მასის ფრთხილ შესწავლას და ხელით, პატარა ნიჩბებით გამოთავისუფლებას იცნობს, მით უმეტეს, თუ ცოცხალი ადამიანის პოვნას ცდილობ, ჩვენს შემთხვევაში კი, მეექვსე დღეს, ეს პრაქტიკულად, სასწაულის ტოლფასია, რომლის მოხდენასაც ყველანი ვნატრობთ და ნეტა მართლა მოხდეს…

და ბოლოს: ძებნა-შველის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება… 🙁

გაზიარება161

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"