LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა დაუჯდებათ ემიგრანტებს არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა და შეძლებს თუ არა აეროპორტები მგზავრთნაკადის მიღებას

დაპოსტა 2025/11/18-ში
8
ნახვა
გაზიარება

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ართმევენ და მათ შეუძლიათ ხმის მისაცემად ქვეყანაში 1 დღით დაბრუნება. 

გიორგი ლუბარეცკი პოსტში წერს, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნებული ემიგრანტების რაოდენობის მისაღებად.

მისი გამოთვლით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დაახლოებით 884 100 ქართველი უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში, რასაც 184 ცალი ახალი თბილისის აეროპორტი დასჭირდება. ახალი აეროპორტების მშენებლობას კი 220 მილიარდი აშშ დოლარი – “დღესვე თუ დავიწყებთ ემიგრანტი ამომრჩევლებისთვის აეროპორტების შენებას, 2044 წლისთვის მოვასწრებთ”. 

ამასთან, გიორგი ლუბარეცკი წერს, რომ ახალი აეროპორტების აშენების გარეშე, საათში მესაზღვრეებს სტანდარტულზე 77-ჯერ მეტის, 18 419 მგზავრის მიღება მოუწევთ – “ჯამში, მგზავრებს პასპორტის რიგში დაახლოებით 31.6 დღით დგომა მოუწევთ”.

მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბილეთებში დიასპორას 859 მილიონ 345 ათასი ლარის დახარჯვა მოუწევს, რაც თითქმის, საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 1 თვის ჯამური მაჩვენებელია.

“საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვართმევთ, 1 დღით ჩამოსვლა ყოველთვის შეუძლიათ.” – კობახიძე.
წარმოვიდგინოთ, რომ კობახიძე კლოუნი არაა, სერიოზულად მივიღოთ ეს იდეა და ვნახოთ, რა მოხდება.
არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონი ქართველი ცხოვრობს.
2024 წლის არჩევნებში აქტივობამ 58.94% შეადგინა. საზღვარგარეთ აქტივობას არ ვიყენებთ, რადგან იქ ხმის მიცემის უფლება ისედაც შეზღუდული იყო.
დიასპორას არჩევნებში მონაწილეობა ალბათ უფრო მეტად უნდა, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ადამიანები დაახლოებით თანაბრად იქცევიან და თუ მათ თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდათ – აქტივობა საზღვარგარეთაც 58.94% იქნებოდა.
გამოდის, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დაახლოებით 884,100 ქართველი უნდა ჩამოვიდეს.
—
ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები 2-4 დღით ჩამოვლენ და უკან დაბრუნდებიან. სტანდარტულ ბოინგ 737-ში 180 ადამიანი ეტევა. 884,100 ადამიანს ჯამში, 9,824 თვითმფრინავი/ფრენა დასჭირდება წინ და უკან.
თბილისის აეროპორტში *წელიწადში* დაახლოებით 22,700 ფრენა სრულდება. გამოდის, რომ დიასპორა აეროპორტის წლიური გამტარობის 43%-ს შეასრულებს, რამდენიმე დღეში.
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავებისთვის 53 საპარკინგე სივრცეა. ვიზიტორების ამ რაოდენობისთვის 184 ცალი ახალი თბილისის აეროპორტი დაგვჭირდება.
თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობას 1.2 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება. გამოდის, მოსახლეობას ვიზიტორების ამ ნაკადის მისაღებად, 220 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა მოგვიწევს.
მხოლოდ ამ თვითმფრინავებისთვის საპარკინგე სივრცის გამოსაყოფად, ქვეყანამ დაახლოებით 19 წლის განმავლობაში, ბიუჯეტის 100% მხოლოდ აეროპორტების შენებას უნდა დაუთმოს.
დღესვე თუ დავიწყებთ ემიგრანტი ამომრჩევლებისთვის აეროპორტების შენებას, 2044 წლისთვის მოვასწრებთ.
—
მაგრამ მოდი დავუშვათ, რომ აეროპორტებს არ ავაშენებთ (ფულის დაზოგვა გვინდა) და როგორმე გავაწურინებთ თბილისის აეროპორტს 2 დღით.
პასპორტ კონტროლზე მესაზღვრეებს დაახლოებით ალბათ 240 მგზავრის გატარება შეუძლიათ (ისიც, სუსის ბაზაში გადამოწმება თუ არ სჭირდებათ, იქნებ აქციაზე იდგა?!). საათში მესაზღვრებს სტანდარტულზე 77-ჯერ მეტის, 18,419 მგზავრის მიღება მოუწევთ.
პასპორტის კონტროლის რიგში, დიასპორის პირველი ნაკადის შემდეგ, 18,179 ადამიანი იდგება.
ეს რიცხვი საათში ერთხელ 240-ით შემცირდება, მაგრამ დაემატება ახალი მგზავრების ნაკადი – საათში 18,179 ახალი მგზავრი.
ჯამში, მგზავრებს პასპორტის რიგში დაახლოებით 31.6 დღით დგომა მოუწევთ.
—
დავუშვათ, რომ პასპორტის რიგში მდგომი დიასპორის 60%-ს ტუალეტით სარგებლობა მოუწია.
თბილისის აეროპორტში (ჩემი მახსოვრობით), ალბათ ჰა-ჰა 20 მუშა უნიტაზია კარგ დღეებში.
თუ თითო ადამიანს ტუალეტში შესასვლელად 5 წუთი სჭირდება, თითო უნიტაზი საათში 12 ადამიანს მოემსახურება. 20 უნიტაზზე – 240 ადამიანი საათში.
მხოლოდ ორ საათში, მხოლოდ ტუალეტის რიგში 21,622 ადამიანი იდგება.
თუ თითო ადამიანი რიგში 0.5 მეტრ ადგილს დაიკავებს, ტუალეტის რიგი თბილისის აეროპორტში 2 საათში 10.8 კილომეტრი სიგრძის იქნება.
3 საათში ტუალეტის რიგი პარლამენტს მიაღწევს
4 საათში – მცხეთას
39 საათში – სოხუმში ჩავალთ.
—
კარგი, ავაშენეთ აეროპორტები, ჯანდაბას – არ ვიცი როგორ, ჩინელებმა გვაჩუქეს შეიძლება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაგვეტარებინა – ეგეთი კარგი ხალხია ზოგადად, გჩუქნიან რაღაცებს და არაფერს ითხოვენ უკან. God bless China, თუ ირანი, არ ვიცი, სტრატეგიულ პარტნიორებში ავირიე უკვე.
რუსეთის შემდეგ, ისევ, არაოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართველი საბერძნეთში ცხოვრობს. საბერძნეთი-საქართველოს round-trip ბილეთი თურქიშით 972 ლარი ღირს.
ჩავთვალოთ, რომ ყველას დაახლოებით ამდენის დახარჯვა მოუწევს (სინამდვილეში, გაცილებით უფრო ძვირი გახდება).
მხოლოდ ბილეთებში დიასპორას 859 მილიონ 345 ათასი ლარის დახარჯვა მოუწევს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბიუჯეტზე 11-ჯერ მეტია (2020 იმიტომ, რომ 2024 ძვირი დაგვიჯდა, ვერავინ-გაიგებს-ვის-მიეცი-ხმა შანსი-არაა-გააყალბონ აპარატები ვიყიდეთ).
859 მილიონი ლარი თითქმის იგივეა, რაც საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 1 თვის ჯამური მაჩვენებელი.
ანუ ემიგრაციაში წასულმა ხალხმა ის ფული, რასაც ყოველთვიურად რიცხავენ საქართველოში, მთლიანად ბილეთების შეძენას უნდა მოახმაროს.
ემიგრაციაში წასული დედების დიდ ბავშვებს 1 თვე ანაკომის ჭამა მოგიწევთ, ბოდიში.
—
მაგრამ ქვეყანა თუ გიყვარს, აკაცუკი არ ხარ და არჩევნებში მონაწილეობა გინდა, 859 მილიონი ლარის დახარჯვა რაღა გახდა?” – წერს გიორგი ლუბარეცკი. 

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

“ლხინი უბედურებად გადაიქცა…“ – რას ჰყვებიან მარნეულში მომხდარ ავარიაზე

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპულები არიან 23 წლის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

იანვარი 29, 2026
1
მთავარი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“

იანვარი 29, 2026
2
მთავარი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი...

დაწვრილებითDetails

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს: როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით „შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იანვარი 29, 2026
16
მთავარი

იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული კ.გ....

დაწვრილებითDetails

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 29, 2026
353
მთავარი

29 იანვარი — შემაჯამებელი დღე   ხუთშაბათი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ცვლილებების არ ეშინია, ხოლო პრობლემური იქნება მათთვის, ვინც წარსულს ებღაუჭება.   დღის პროგნოზი ნიშნების მიხედვით:   ვერძი — ვარსკვლავები თქვენს...

დაწვრილებითDetails

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
21
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
147
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
22
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
45
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».