10 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 11 194-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7.2 პროცენტს შეადგენს.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში 2 საჩივარია შესული.
საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და საარჩევნო ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევას, საარჩევნო უბნის ნაადრევად გახსნას და ამომრჩევლის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას უკავშირდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მონაცემებით ქუთაისში გამოვლენილი დაღღვევებია
08:23 – ქუთაისი 59-ე საოლქო კომისიის #7 საარჩევნო უბანზე არ უკეთიათ პირბადე, რაც საჩივრით გავაპროტესტეთ.
08:00 – ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის #116 საარჩევნო უბანზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურა. დაიწერა საჩივარი.