LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა დამალა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დეკლარაციებში – TI-ის კვლევა

რა დამალა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დეკლარაციებში – TI-ის კვლევა

დაპოსტა 2021/03/25-ში
A A
271
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

„გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო, ასე გამოიყურება:

ლევან კიკნაველიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ლევან კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “სასარგებლო წყალი ნაბეღლავი” – 100% წლის მფლობელი და დირექტორი და შპს “ჯორჯიან ფეროელოის” – დირექტორი. ლევან კიკნაველიძე ასევე არის შპს “გამა 222” – 50% წილის და შპს “ალიანსი 222” – 30% წილის მფლობელი, ეს ინფორმაცია მან ასახა დეკლარაციაშიც, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

„ლევან კიკნაველიძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი ს.პ.ს “ძიგრაშვილი და კონსალტინგ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, რაც კანონის დარღვევაა“ – აღნიშნულია კვლევაში.

ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას 2018-20 წლებში იკავებდა, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის წევრია. მოწერელიას 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი მეუღლე, ლალი ხუადე ფლობს 50%-იან წილებს ორ კომპანიაში: შპს „გ.გ.გ.“ და შპს „ანამო“, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

ლუდუკ ხასია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ლუდუკ ხასიას 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს “კოლხმშენის” 30% წილის მფლობელი, მეუღლე იზა ხასია კი ინდივიდუალური მეწარმე, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

ლევან ქვათაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე

ლევან ქვათაძე ფლობს შპს “პერეირა საქართველოსა” და შპს “SNM GROUP”-ის 50% წილს, ასევე არის შპს “ნობათი 2012”-ის 20% წილის მფლობელი. ეს ინფორმაცია მან ასახა 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

გიორგი გონაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე

გიორგი გონაძე ფლობს შპს “რაჭული ღვინო – 97”-ის 10% წილს. მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ზურაბ ხაჩიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ზურაბ ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან – Event Company NAN” – 50% წილი, დირექტორი და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” – 25% წილი, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

გიორგი შინჯიკაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

გიორგი შინჯიკაშვილმა 2020 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ არის შპს “იბერია დისთილერის” 5% წილის მფლობელი, თუმცა, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

ნუგზარ სამხარაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ნუგზარ სამხარაძე შპს “ესდეკას” 35% წილის მფლობელია, მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში, სადაც ასევე აღნიშნული აქვს წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული წილის მართვის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრში მითითებული არ არის.

ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული

ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული იყო 2016-2020 წლებში. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის წევრია. ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს. მას ეს კომპანია 2020 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, თავისი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

პლატონ კალმახელიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

პლატონ კალმახელიძე ფლობს შპს “დი ბი ეს ჯგუფისა” და შპს “პარტნი-2” 50% წილს. მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.

გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"