LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა დაგიჯდებათ მთვარეზე სახლის აშენება

რა დაგიჯდებათ მთვარეზე სახლის აშენება

დაპოსტა 2021/03/30-ში
A A
177
ნახვა
გაზიარება

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის Dot Zinc Limited ვებგვერდზე money.co.uk, რომელიც მომხმარებლებს უძრავ ქონებაზე არსებული ფასების შედარების მომსახურებას სთავაზობს, მთვარეზე სახლის აშენების ღირებულება დაასახელა. სპეციალისტების განმარტებით. ამას დაახლოებით 60 მილიონ აშშ დოლარად შეძლებთ. ხარჯები ციურ სხეულზე სამშენებლო მასალისა და ხელსაწყოების ატანას, ასევე იქ ხელოსნების გაგზავნას ითვალისწინებს. ამის გარდა, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სხვადასხვა ძვირადღირებული ტექნოლოგიის გამოყენება მოგიწევთ.

პირველ რიგში, მთვარეზე სახლის ასაშენებლად იქ მიწის ნაკვეთზე ლიცენზია უნდა შეიძინოთ. საფინანსო კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამისთვის სხვადასხვა ადგილმდებარეობის მიხედვით ერთ აკრში, რაც დაახლოებით 4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, 20 ათასიდან 130 ათასამდე აშშ დოლარის გადახდა მოგიწევთ. ამის გარდა, მაგალითისთვის, 76 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სახლის ასაშენებლად მინიმუმ 26 ხელოსანი დაგჭირდებათ. მათი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გაგზავნა, ასევე, იქ სამშენებლო მასალის, ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის წაღება საშუალოდ 8 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 200 კილოგრამი ტვირთის ტრანსპორტირების სანაცვლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.

მას შემდეგ, რაც მთვარეზე პირველი საცხოვრებელი სახლის ასაგებად ხელოსნებსა და ხელსაწყოებს გაგზავნიან, დანარჩენი სახლების აშენება იქ შედარებით იაფი, დაახლოებით 51 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ფოტო: Money.co.uk
მას შემდეგ, რაც მთვარეზე პირველი საცხოვრებელი სახლის ასაგებად ხელოსნებსა და ხელსაწყოებს გაგზავნიან, დანარჩენი სახლების აშენება იქ შედარებით იაფი, დაახლოებით 51 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ფოტო: Money.co.uk

მთვარეზე სახლის ასაშენებლად ისეთი მასალა დაგჭირდებათ, რომელიც ციურ სხეულზე არსებულ ექსტრემალურ ტემპერატურას, რადიაციასა და მეტეორების წვიმას გაუძლებს. ამასთან ერთად, იქ ჰაერის კონდიცირებისთვის საკმაოდ მძლავრი დანადგარის დამონტაჟება, თბოიზოლაციისთვის კი სპეციალური მასალის გამოყენება მოგიწევთ. საერთო ჯამში, შენობაში სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. კომპანიის წარმომადგენლების გამოთვლებით, ერთი ასეთი სახლის ელექტროენერგიით მომარაგება 34 მზის პანელით იქნება შესაძლებელი, რომლის ფასიც 23,500 აშშ დოლარს შეადგენს. მის სანაცვლოდ მცირე ბირთვული რეაქტორის განთავსებაც შეგიძლიათ, თუმცა ამისთვის თითქმის 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოგიწევთ.

დამატებითი ხარჯების გაღება იქნება საჭირო სათბურებისთვის, სადაც საკვების მოყვანას შეძლებთ, ვინაიდან მისი დედამიწიდან მთვარეზე ტრანსპორტიება საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ამის გარდა, იქ ერთ ოჯახს წელიწადში საშუალოდ 5,4 ტონა წყალი დასჭირდება, ამიტომ მის გადასამუშავებლად სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენება მოგიწევთ. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთვარეზე პირველი საცხოვრებელი სახლის ასაგებად მუშებსა და ხელსაწყოებს გაგზავნიან, დანარჩენი სახლების აშენება იქ შედარებით იაფი, დაახლოებით 51 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. 

გაზიარება71

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"