კორონავირუსისგან თავდასაცავად საქართველოს მთავრობა მოსახლეობას შეტყობინებას უგზავნის და მათ მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
“STOP COVID-19!
1. ატარეთ პირბადე. ის აუცილებლად უნდა გიფარავდეთ ცხვირსა და პირს
2. ხშირად დაიბანეთ ხელები ან დაიმუშავეთ სპირტიანი ხსნარით
3. მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს
4. დაიცავით მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია გარშემომყოფებთან
თუ გაქვთ ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება – დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დარჩით სახლში.
თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ადაპტაციისა და მართვის გეგმის აღრულებისას!
www.StopCoV.ge” – ნათქვამია მთავრობის მიერ საზოგადოებისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში.