შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მუშის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ კომპანიაში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც ის სამუშაოებს ასრულებდა. მამაკაცი ე.წ. ამწე კრანით ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.










