ნამახვანჰესი აღარ აშენდება – “ენკა” საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.
„რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ახლახანს გავიგე ეს ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ნამდვილი ინფორმაციაა და ვიღებთ მოლოცვებს. ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის. ბოლო დროს არ იყო ესეთი ერთობა და მთავარი ამ მიზნის მიღწევა იყო. ადამიანებმა უნდა იფიქრონ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ამ წუთებში გუმათში მივდივართ, იქიდან ლაივ ჩართვას გავაკეთებთ. სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ველოდით ახლა ამას. მოულოდნელი იყო ჩემთვის, ჩვენ პირიქით ახალი აქციებისთვის ვემზადებოდით და ამ გზით მივდიოდით და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“,- გვითხრა ვარმალ გოლეთიანმა.