ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის კომპანიებთან, რათა უკრაინისათვის იარაღისა და აღჭურვილობის დამატებითი მიწოდება უზრუნველყონ.
„ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და მოვემზადოთ გრძელვადიანი პერიოდისთვის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ამიტომ, ჩვენ ასევე მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და მჭიდროდ ვმუშაობთ თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა მეტი ვაწარმოოთ და მივაწოდოთ [უკრაინას] სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, იარაღი და შესაძლებლობები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.