LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა გამოხმაურებები მოჰყვა მეუფე იოანეს სკანდალურ განცხადებას

დაპოსტა 2021/01/06-ში
A A
585
ნახვა
გაზიარება

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტის იოანეს 20 დეკემბრის ქადაგება ანტისემიტურად შეფასდა. მან  ებრაელთა თემი “ქრისტიანთა მდევნელად” წარმოადგინა, რომელთაც “დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე”. ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი “ურწმუნო მოდგმადაც”  მოიხსენია.

მიტროპოლიტის ქადაგებას კრიტიკულად გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე:

“ანტისემიტურად იქადაგა ბაგრატის ტაძარში ქუთათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. ის ამბობს, რომ ებრაელები ურწმუნო მოდგმაა და ყოველთვის ებრძოდნენ და დევნიდნენ ეკლესიას. ებრაელები ბევრნი არიან მთელს მსოფლიოში, გავლენა ჰქონდათ და ახლაც აქვთ ხელისუფლებებზე. ებრაელების, როგორც ურწმუნო მოდგმის ანტიქრისტიანულ საქმეს დღეს აგრძელებენ ადამიანის უფლებადამცველები, რომლებიც აკრიტიკებენ საპატრიარქოს და იცავენ უმცირესობების უფლებებს. შტანდარტენფიურერ მეუფე იოანეს თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან. გელათის მეცნიერებათა აკადემიას, საპატრიარქოს განათლების ცენტრს და ქუთაისის ეპარქიას ხელმძღვანელობს თავცარიელი ბნელი ფაშისტი იოანე გამრეკელი. მე მას შევახსენებ, რომ ქრისტე კაცობრივად, ღვთისმშობელი, რომელსაც საქართველოს წილხვედრობას აიძულებენ ჩვენი ეკლესია და მთავრობა, მოციქულები, ებრაელები იყვნენ”. – წერს კობახიძე.

 

მეუფე იოანეს ქადაგება დაგმო ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)

“20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”. ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება.

მიტროპოლიტმა იქადაგა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ და მოყვა რამდენიმე ეპიზოდი. მიტროპოლიტის ქადაგება ისტორიული თვალსაზრისით, ბევრ უზუსტობას შეიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, TDI-ს მიზანი ისტორიული სიმართლის დადგენა არ არის. მიტროპოლიტმა აღნიშნა: ქრისტიანებმა სძლიეს ებრაულ თემს და სინაგოგა დაუნგრიეს. როდესაც იუდაურმა თემმა სინაგოგის აშენების თხოვნით მიმართა მმართველს, მათ მეფემ შეუთვალა,  ჯერ გადაიხადონ, რაც ,,საუკუნეების მანძილზე ამდენი ქრისტიანი აწამესო”. ებრაელებმა საბოლოოდ უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო. მან ასევე დასძინა, რომ ებრაელები შეიძლება “ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში არ არიან ცოტანი, და გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.” 

იოანე გამრეკელმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.” მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების ,,ეკლესიასთან მებრძოლებად” მოხსენიებაც.” – ნათქვამია განცხადებაში.

TDI-მ საქართველოს საპატრიარქოს მიმართა საჯაროდ კრიტიკულად შეეაფასებინა და დაეგმო მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწონა ზოგადი განათლების სისტემაში დანერგოს ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის შესახებ სწავლება, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას; გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები და მკაცრად შეაფასოს ანტისემიტიზმი და სიძულვილის ენის გამოყენება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტმა იოანემ 1 იანვარს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს რომ, “TDI-ს მცდელობა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში.”

“მწუხარებით გავეცანი TDI-ს (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომელიც 2020 წლის 20 დეკემბრის ქადაგებაზეა აგებული. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხსენებული ორგანიზაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქრისტიანები საუკუნეების მანძილზე დევნიდნენ ებრაულ თემს, მაგრამ არ მიუთითებენ არც ქვეყანას და არც საუკუნეს, სად და როდის ხდებოდა ეს. ასეთი ზოგადი განცხადება შეურაცხყოფაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს ქმედებაში. TDI-მ, საკუთარი პრინციპიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ყველაფერი ნეგატიურ ტონებში „განმარტოს“ (თუ ეს ასე არ არის, მათგან ეკლესიაზე ერთი რომელიმე პოზიტიური „განმარტება“ დაასახელონ), ჩემი ქადაგება, სამწუხაროდ, ანტისემიტური მოწოდებების რანგში აიყვანა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადი სულისკვეთება.ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული მოძღვრების საწყისებში უფლის მიერ სწორედ ებრაელები (მოციქულები) იდგნენ, თუმცა TDI-ში საჭიროდ მიიჩნიეს ეს შეეხსენებინათ ჩემთვის. ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ქადაგებიდან უკონტექსტოდ ამოღებული ფრაზების კომენტირებით სწორედ ეს ორგანიზაცია ცდილობს ეკლესიის ირგვლივ დაძაბულობის შექმნას, და ეს პირველი არ არის. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ქადაგებაში წარმოვაჩინე, როგორც კონფლიქტის მხარეთა შემრიგებელი, ხოლო დაპირისპირება, ამ შემთხვევაში რელიგიური ემოციების ფონზე მოხდა და არა ეთნიკური ფაქტორით, მით უმეტეს, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა შორის მრავალი ებრაელი იყო. ქადაგების პირველი ნაწილი, მთლიანობაში, ისტორიული თხრობაა. რწმენა, ისევე როგორც ურწმუნოება, არ ხასიათდება ეთნიკური ნიშნით. მით უფრო ქრისტიანობისათვის უცხოა მორწმუნე ერთობის, ნაციონალური ნიშნით დანაწევრება. ქართულ რეალობაში კი ებრაელ ხალხთან განსაკუთრებით თბილი და მეგობრული ურთიერთობა, ყველასთვის ცნობილია. ამაში ეკლესიის როლი უდავოდ დიდია და ამიტომაც სრულიად მიუღებელია ბრალდება, რომ ეკლესია თითქოს არ ემიჯნება ანტისემიტიზმს. ასევე დავამატებ, თუ ვინმემ ჩემს ქადაგებაში დაინახა ებრაელი ხალხის შეურაცხყოფის მცდელობა, მსგავსი არაფერი მიგულისხმია და, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით, მათ შორის ებრაელი ხალხისა, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელია. ქადაგების მეორე ნაწილში, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას ეხება, გარკვევითაა ნათქვამი, რომ კონფლიქტი „ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება“ (ეს ფრაზა უცნაურად გამორჩა TDI-ს) და ამის შემდეგაა ნათქვამი: „ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ“. სწორედ ეს მიიღეს საკუთარ თავზე და შეეცადნენ ჩემი ნათქვამი წარმოეჩინათ, თითქოს ეს ებრაელ ერთან დაკავშირებით ვთქვი.დაბოლოს, ზუსტად შეასრულეს მათ ჩემი ნათქვამი: „ხუთი სიტყვიდან, ორს ამოიღებენ, აზრი იკარგება და საპირისპირო ხდება“. სავარაუდოდ გამართლდება ამ ქადაგების სხვა სიტყვებიც და გვეტყვიან: „ამხელა კულტურის შემქმნელ ეკლესიას ,უფლება მაინც არა აქვს, რომ ხმა ამოიღოს და თქვას, რომ შეწყდეს ცილისწამება“, რადგან ეს არის, თანამედროვე სტანდარტი, ეს არის სიტყვის თავისუფლებაო.TDI-ს მცდელობა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში.” – აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით იგივე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებასა და მის შემდგომ განმარტებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა:

“20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში წარმოთქვა ქადაგება, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამიტომ ჩემთვის იმედისმომცემი იყო 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რა იყო ნაგულისხმები მის სიტყვაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ და დაგმო ანტისემიტიზმი.

ორი ათას წელზე მეტია საქართველო მშობლიური სახლია წარმატებული ებრაული თემისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრები და პარტნიორები ყოველთვის სამართლიანად ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ფაქტიურად არ არსებობდა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უკანასკნელი განცხადება და ტოლერანტობის გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღემდე (27 იანვარი) და სულ რამდენიმე კვირაა გასული, რაც ისრაელმა – ებრაულმა სახელმწიფომ – გულუხვად გაიღო სახსრები და ასევე გადასცა აღჭურვილობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რათა დაეხმაროს საქართველოს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შევხვდეთ ღრმა რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და რომ რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს”. –წერია ელჩის განცხადებაში.

 

გაზიარება234

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს

დაწვრილებითDetails

ყაზბეგში, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა (აშშ)
მთავარი

სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია - ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. განცხადების თანახმად, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება. „ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო...

დაწვრილებითDetails

“შვებულებაში ყოფნის დროს ისარგებლეს”- რა წერია ბაღდათის მუნიციპალიტეტის აუდიტის დასკვნაში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია
მთავარი

ბაღათის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების მიერ სატრანსპორტო საშუალებაში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის 54 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 103 შემთხვევაში...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” გატეხვით ვერ გამტეხავთ”-სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმაურება
მთავარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს და მოუწოდებს, “ოცდნებასთან“ დიალოგის შესახებ ინიციატივაზე უარი თქვას. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მხოლოდ „უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლით მოხდება გამარჯვება“. “იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17-19 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 17-19 მარტს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს  შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ფასმა იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 998 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.41%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ...

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე…“ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის,...

დაწვრილებითDetails

მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები. ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა მოხდა – მარიამ ბეროძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

"როგორც კი ფიქრსა და რეალობის გაანალიზებას ვიწყებ, მაშინვე ვაჩერებ ჩემს თავს, თორემ მომენტებში მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები. ახლა ყველანი ეგრე ვართ, მგონი, რომ ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა...

დაწვრილებითDetails

ძალა ერთობაშია – ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ძალა ერთობაშია – ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა
მთავარი

ძალა ერთობაშია - ქუთაისში 22 მარტს აქცია დაიგეგმა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქუთაისში მერიის წინ აქცია 15:00 საათზე დაანონსეს. "საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ქირურგი დავით ჩიქოვანი - ინფორმაციას კლინიკა ლჯ ავრცელებს.  "კლინიკა-ლჯ"-ის ხელმძღვანელობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო თანამშრომლის და უახლოესი მეგობრის,ექიმი-ნეიროქირურგის, დავით ჩიქოვანის გარდაცვალების გამო!მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ცნობილი ექიმი, ჩვენს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"