LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა გამოხმაურებები მოყვა ნიკა მელიას საქმეს

რა გამოხმაურებები მოყვა ნიკა მელიას საქმეს

დაპოსტა 2021/02/16-ში
A A
148
ნახვა
გაზიარება

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო. ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, არ გადაიხადოს გირაოს თანხა და პარლამენტში მიმდინარე პროცეს პოლიტიკოსების სხვადასხვანაირად აფასებენ.

“ქართული ოცნების” წევრები მელიას გადაწყვეტილებას გმირის ტიტულის მოსაპოვებლად წამოიწყებულ “თამაშს” უწოდებენ, ნაწილი კი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დესტაბილიზაციის სურვილს უკავშირებს.

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება “მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა კანონის დაყენებაა”.

 

„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

 

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, „ბიძიკო“, – დაწერა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.

 

“გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმა” უწოდა მელიას გადაწყვეტილებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

 

“დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე საქართველოს ომის დაწყება დააბრალა; სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია.; პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და დესტაბილიზაციას საქართველოში; „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას საქართველოში; „ნაცმოძრაობის“ ანტირუსული რიტორიკა ყალბია; „ნაცმოძრაობის“ პროდასავლური რიტორიკა შესაბამისად, კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე; ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან; ე.წ. გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ; გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა; გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება; ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მელიას გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდა ოპოზიციის ნაწილიც და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებენ.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი თვლის, რომ გირაოს გადახდა სავალდებულო ღონისძიება არ არის, არამედ ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს და ეს ალტერნატივა ნიკა მელიამ უნდა გამოიყენოს.

 

“მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა, მაგრამ მელია დღეს არ მოქმედებს კანონის სიტყვა-სიტყვითი აღსრულების წესებით.

თავისთავად, გირაოს გადახდაც ალტერნატიული ღონისძიებაა, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით კი, გირაო რაც არ უნდა უსამართლოდ იყოს დაწესებული, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და მისდამი დაუმორჩილებლობა კანონის ფარგლებიდან გასვლაა.

 

„გირაო, რაოდენ უსამართლოდაც არ უნდა იყოს ის დაწესებული, არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისდამი დაუმორჩილებლობა ცხადია არის კანონის ფარგლებიდან გასვლა.

იმავდროულად, ადამიანი შეიძლება შეგნებულად მიდიოდეს ამაზე და ეს იყოს მორალურად გამართლებული, თუ სასჯელი არის უსამართლო. მე რომ მაგალითად გულაგის არქიპელაგს ვკითხულობდი სსრკ-ში და მერე სხვას ვაძლევდი წასაკითხად, ამით ვარღვევდი კანონს, მაგრამ უსამართლო იყო კანონი და არა ჩემი ქცევა.

აქედან გამომდინარე პრობლემური მელიას და ზოგადად მთელი ოპოზიციის ქცევაში ვფიქრობ არის არა ის, რომ მელიამ გადაწყვიტა არ გადაიხადოს უსამართლო გირაო. ის რომ ამბობდეს, არ ვიხდი, რადგან უსამართლობას აქვს ადგილი და თუ მიჭერთ ამის გამო, დამიჭირეთო, ეს იქნებოდა სახელმწიფოსთან დაპირიპირება არასამართლებრივი, მაგრამ მორალური პოზიციით. ახლა კი ის ამბობს, არც გადავიხდი და ვერც დამიჭერთ თქვე ფარჩაკებოო და დანარჩენი ოპოზიციაც კვერს უკრავს, არ დაგაჭერინებთო.

სწორედ ესაა პრობლემური: აპელირებაა არა ხელისუფლების უსამართლობაზე, არამედ მის სისუსტეზე და”სლაბაკობაზე” იმ გათვლით, რომ ხელისუფლება ავარდება ფინთი გოიმივით, მივარდება მელიას დასაჭერად, იქ ატყდება ხელების გრეხვა, ყვირილი, ჩხუბი, გაიწი-გამატარე და ყველაფერ ამის შემხედვარე ხალხში იქნებდა იფეთქოს (მეტი არაა ჩემი მტერი მაგრამ მაინც) მუხტმა.

პრინციპში ბოიკოტის კამპანია ლოგიკურად განაპირობებს სწორედ ასეთ, ხელისუფლების აგდება-ავარდნაზე გათვლილ ქმედებებს. აბა აკადემიურ და საკანონმდებლო საკითხებზე ქუჩაში არავინ მსჯელობს და რახან ოპოზიციმ ქუჩის გზა არჩია, მათი ქცევაც შესაბამისია. მეტიც, აწი ისინი სულ ასე მოიქცევიან და სულ რაღაც მსგავსს გამოაგდებენ ხოლმე, რადგან ბოიკოტის ლოგიკიდან გამომდინარე, სხვა რამ არსენალში არც შეიძლება ჰქონდეთ. გოიმის აგდებას კი ბევრი არც არაფერი უნდა და ასეთ შემთხვევებში ხელისუფლება თავის ჭეშმარიტ სიგოიმეს (კი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ამ ხელისუფლებას ზედ აკვდება) აუცილებლად გამოავლენს ხოლმე კოკასა შიგან რაცა დგას პრინციპით.

რა შეიძლება გამოვიდეს საბოლოო ჯამში აქედან? რასაკვირველია, კარგი არაფერი. ეს ის პროცესია, სადაც რომელმა დაპირისპირებულმა მხარემაც არ უნდა მოიგოს, ქვეყანა და სახელმწიფო ყველა ვარიანტში აგებს.

P.S. რაც შეეხება მელიასთვის სადეპუტატო იმუნუტეტის მოხსნას. ეს ისეთი უკაცრავად და პროჭული ქცევაა, პოლიტიკური ლოგიკა და ეთიკური ღირებულებები კი არა ქუჩის აკადემიის დაწყებითი კურსები თუ მაინც გაქვს გავლილი ადამიანს, ელემენტარულად არც უნდა იკადრო. კანონის წინაშე თანასწორობაზე ლაყაფით კი ბექა ოდიშარიები ეკაიფონ ჯო დასენს. როდის აქეთ განაღვლებდათ ერთი კანონის უზენესობა და მსგავსი საზღვარგარეთული ლიბერასტობები, რომლის შინაარსი ჩინურია თქვენთვის? აბა ბიჭო, სულ თანასწორობის იდეალის ერთგულებით აპირებთ მელის ციხეში გაშვებას“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

 

“ევროპული სოციალისტების” ლიდერის, დავით ზილფიმიანისთვის ნიკა მელიას გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საბოტაჟის მცდელობაა.

 

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გირაოს ნაწილის გადაუხდელობაზე, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ თანხმობა მივცეთ იმუნიტეტის მოხსნაზე. ეს სახეზეა, ის რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი, ეს ჩემი სიტყვები არაა, ამას ლაპარაკობს სრულიად საერთაშორისო საზოგადოება. საბოტაჟი მიმდიანარეობს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის “ნაციონალურო მოძრაობის” მხრიდან პირველ რიგში, მაგრამ თუ დავუბრუნდებით დღევანდელ საკითხს, ეს სულ სხვა მიმდინარეობაა, აქ უნდა შემოსულიყო გადაწყვეტილება სასამართლოსი ნიკანორ მელიას საკითხზე, რის გამოც საერთოდ აღიძრა საქმე და ეს იყო შეჭრის მცდელობა. სინამდვილეში შემოვიდა არა ეგ, არამედ გირაოს ნაწილობრივი გადახდის საკითხი, ამიტომ ეს არ არის ჩვენთვის საკმარისი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზად არის, გირაოს თანხის დასაფარად ნიკა მელიას საკუთარი ხელფასიდან თანხა გადაურიცხოს.

ელისაშვილი მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ უჭერს.

 

„კომიტეტის წევრი არ ვარ, მაგრამ მაინტერესებდა განწყობა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ისე პროკურორის. გასაგებია, რომ ისინი აპირებენ დააკმაყოფილონ პროკურორის მოთხოვნა და უფლებამოსილება შეუჩერონ ნიკა მელიას. ჩვენ რა თქმა უნდა ამას მხარს არ ვუჭერთ. არ არის სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის, ვინც არ უნდა იყოს, იმუნიტეტის შეჩერება. ამას წინათ ნიკა მელიამ ტელეეთერით მომმართა, ერთხელ გირაო გადავიხადე და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორეჯერ გადავიხადოო. გასაგებია ზედმეტი ფული არავის აქვს. ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალოსწიმებით, მზად ვარ რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო. არა იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე მეხატება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

“გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები და თანაპარტიელები ნიკა მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დაკავების უფლებას არ მიცემენ.

შალვა ნათელაშვილი უფრო შორს მიდის და ყველას, ვინც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას ხმა მისცა დაჭერით ემუქრება.

„მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს, ოდიშარიადან დაწყებული ხახუბიათი დაგვირგვინებული როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ“, – წერს ნათელაშვილი.

 

ნიკა მელიას თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე პირობას დებს, რომ პარტიის თავმჯდომარის დაკავების უფლებას არავის მიცემს და თუ საჭირო იქნება სამართალდამცავებს პირადად გაუწევს წინააღმდეგობას.

„თუ გადაწყვეტენ ნიკა მელიას დაპატიმრებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ვერ დააპატიმრებენ, მე გავუწევ მათ წინააღმდეგობას. მე, ერთი ადამიანი ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია. დიახ, ეს ასეა, ფიზიკურად მოუწევთ ჩემი დაპატიმრება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ სიმართლე ნიკა მელიას მხარესაა და თუ პოლიცია მის დაკავებას შეეცდება სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. ასე მარტივად საქმე არაა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის. ჩვენ მხარეს სიმართლეა და როდესაც სიმართლე გიმაგრებს ზურგს, მაშინ ასჯერ უფრო ძლიერი ხარ, განსხვავების იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ბუნებრივია, ამ დროს ძალა შენც უნდა დაუპირისპირო! ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას და “ქართულ ოცნებას” “ისტორიის სანაგვეზე” აღმოჩენას პირდება.

“ქოცო დეპუტატებო, ყველა ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებით, თან ძალიან მალე. ნიკა დაჭერასაც თუ გაბედავენ, შენ ყოფილხარ ამათი ნიფხვის ჩამხდელი”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

“ისტორია ახლა იწერება და მას ნიკა მელია წერს”, – ასე აფასებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მელიას გადაწყვეტილებას, უარი თქვას გირაოს გადახდაზე.
PRIMETIME.GE
გაზიარება59

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"