2019 წლის იანვრის მონაცემებით ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ქუთაისში დაახლოებით 550 შენობა-ნაგებობა ეკონომიკის სამინიტროს ბალანსზეა. ამ შენობათა უმეტესობა საბჭოთა დროინდელი ის ნაგებობებია, რომლებიც სხვადასხვა საწარმოო პროცესისთვის გამოიყენებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ისინი უფუნქციოდაა დარჩენილი. მათი უმეტესობა მიტოვებულია და ანტისანიტარიის კერადაა ქცეული, გარდა ამისა ნახევრად ჩამონგრეული კედლები საფრთხისშემცველია.
“მეგა ტვ-მა” “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატებს კითხა თუ რას გეგმევენ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორია მათი ხედვა პრობლემის გადაჭრის კუთხით.
“მუშავდება საინვესტიციო პროექტი ამ შენობა-ნაგებობის გასხვისებასთან დაკავშირებით” – იოსებ ხახალეიშვილი
“ქუმსიშვილის ნაირი ტიპები ვითომ უკეთ მართავენ ქუთაისის ქონებას?” – გიგა შუშანია










