გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ნ.ბ-ს შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორ ირკვევა, მოზარდს თირკმელების პრობლემა ჰქონდა და კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოფიციალურ კომენტარს დღრს გააკეთებენ, თუმცა მანამდე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა პირველივე დღიდან მძიმე იყო.
„ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან იყო საყურადღებო და ლეტალური შემთხვევა სამწუხაროდ დაფიქსირდა, როდესაც ბავშვი უკვე სხვა კლინიკაში. მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე კლინიკამ ჩათვალა აუცილებლად გადამისამართება სხვა კლინიკაში და სწორედ ამ მომენტში მოხდა სიკვდილის ფაქტის დადგომა“.
სოციალურ ქსელში არასრულწლოვანის გარდაცვალებას ახლობლები ეხმაურებიან. მათი მტკიცებით, არასრულწოვანი დიალეზზე იყო და მისი გარდაცვალება კორონავირუსით არ მომხდარა.














