“მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის ქმარია. როგორც ვიცით, მკვლელობა ფერმაში მოხდა. ამბობენ, სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა გოგონასთან, რა დროსაც მან სანადირო თოფიდან ესროლა. სხვა ამ ეტაპზე არაფერი ვიცით” – გვიყვებიან ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 წლამდე კაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.
ambebi.ge










