ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, რვეული, სახელმძღვანელოები, კომპასი და ფარგალი – ეს არა სკოლის მოსწავლის, არამედ – უკრაინაში მყოფი რუსი ჯარისკაცების “სამხედრო აღჭურვილობიდან” მცირე ჩამონათვალია.
უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ოკუპანტს პირად ნივთებს შორის სწორედ ეს “სასკოლო” ინვენტარი აღმოაჩნდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სახელმძღვანელოები არა რომელიმე სასკოლო საგნის, არამედ – სერჟანტთა მომზადების თემატიკას ეხება.
ამ ინფორმაციის ამსახველ ვიდეო მასალას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.










