სლოკინი საკმაოდ შემაწუხებელი რეფლექსია. რას არ ვაკეთებთ მის შესაჩერებლად, “ვიჭყიპებით” წყლით, ღმად ვსუნთქავთ, ვჭამთ, მაგრამ ამაოდ. ბევრს გაგვიგია, რომ ასლოკინებული ადამიანი უნდა შეაშინო. ბევრჯერ დავრწმუნებულვართ, რომ ეს შველის… მაგრამ შეშინება კარგი არ არის.
სლოკინის საიდუმლო მეცნიერებს ბოლომდე ამოხსნილი არ აქვთ. რაც ცხადია, ესაა რეფლექსიური აქტი, რომელიც გვაწუხებს. მაგრამ, რისთვის სჭირდება ადამიანის ორგანიზმს სლოკინი, რას გამოხატავს ამით, ამოუხსნელია.
სლოკინი – ეს არის უნებლიე ძლიერი მოკლე შესუნთქვა დახურული სახმო ნაპრალის დროს, გამოწვეული დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარის) კრუნჩხვითი შეკუმშვით. აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში მას ყურადღების გადატანა შველის. რატომღაც ყურადღების გადატანას მხოლოდ შეშინებით ვცდილობთ, თუმცა იგივე ეფექტს მიირღებთ თუ ადამიანს გაახარებთ და მოულოდნელ სასიამოვნო სიურპრიზს მოუწყობთ.
თუ სლოკინი 3 საათის განმავლობაში არ წყდება, ან სლოკინის დროს მუცლის არეში იგრძნობა ტკივილი მიმართეთ ექიმს.
სხვა შემთხვევაში მისი შეჩერებისათვის იყენებენ რამდენიმე მეთოდს.
1. გადმოყავით ენა ბოლომდე და ცოტა ხნით სუნთქვა შეიკავოთ. ეს მეთოდი ცოტა რთულია ბავშვთან – შეიძლება თავისით ვერ შეიკავოს სუნთქვა, ამიტომ სთხოვეთ ენა გამოყოს, დაუჭირეთ ის ცხვირსახოციანი ხელით და სთხოვეთ დამშვიდდეს და არ ისუნთქოს. მერე ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს.სლოკინი შეჩერებულია.
2.შეიკავეთ სუნთქვა და შემოიჭდეთ ხელები მუცელზე, დიაფრაგმის ქვეშ. პრაქტიკულად, ხელით აჩერებთ სლოკინს.
სხვა მეთოდიც არსებობს, რომელიც საჭმელ-სასმელთან არის დაკავშირებული.
ყინულივით ცივი წყალი, ტკბილი გაზიანი სითხე ან ყველაფერი ერთად – ყინულჩაგდებული გაზიანი ტკბილი წყალი. დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით, მაგრამ ხშირ-ხშირად. ასევე მოწუწნეთ ლიმონი, უკეთესია, თუ ძალიან ცივი იქნება.
ერთი ჩაის კოვზი შაქარი მშრალად ჩაწუწნეთ და ყინულიანი წყალი მიაყოლეთ.
ცოტა ხნით ძმარი ყნოსეთ – ესეც შველის. ცნობილია, რომ ნახშიროჟანგი დიაფრაგმას ადუნებს. ამიტომ აიღეთ ქაღალდის პაკეტი, ჩაყავით ცხვირ-პირი, მჭიდროთ შემოიჭდეთ სახეზე და შიგნით ღრმად ისუნთქეთ.
ზოგადად, ბუნებრივი რეფლექსების ხელოვნურად შეჩერება სასარგებლოდ არაა მიჩნეულული.










