ეკალას საიდუმლო მის ზუსტად შეკმაზვაშია.
ინგრედიენტები:
1 კგ.მოხარშული ეკალა
200 გრ, გატარებული ნიგოზი,
2-3 კბილი ნიორი,
4-5 ღერი ომბალო,
1 კონა ქინძი,
1 კონა ოხრახურში,
3 ს.კოვზი ძმარი მარილი, წიწაკა.
მომზადების წესი:
მოხარშული ეკალა კარგად დავკეპოთ. ცალკე ერთად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი და მარილი. მიღებული მასა ეკალას წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად დავამატოთ. მიღებულ მასასლ მოვასხათ ძმარი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკადა ხელით მოვურიოთ.
ვიდრე სუფრამდე მიიტანთ, შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.