45-კალიბრიანი “კოლტის“ რევოლვერი, რომელიც ალეკ ბოლდუინმა ფილმ “ჟანგის” გადასაღებ მოედანზე გამოიყენა, სათანადოდ შემოწმებული არ იყო და მსახიობს ისე გადაეცა, – ამის შესახებ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომლებმაც გამოძიების წინასწარი დასკვნები წარადგინეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სანტა-ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი.
მან ასევე დაადასტურა, რომ იარაღმა ორი ადამიანის ხელში გაიარა, სანამ ალეკ ბოლდუინს გადასცემდნენ. ესენია მესაჭურვლე ჰანა გუტიერესი, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და რეჟისორის ასისტენტი დეივ ჰოლსი, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.
ამათან, კომპანია Rocket Soul Studios-მა ორი დღის წინ განაცხადა, რომ იარაღთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დეივ ჰოლსი 2019 წელს ფილმის გადაღების პროცესიდან დაითხოვეს.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადაღებების რეპეტიცაზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.
ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.
პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.










