შპს „პარკინგსერვისის” საქმიანობის შესწავლით დადგინდა, რომ ორგანიზაციას , ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებები არ შეუსრულებია. კერძოდ, საპარკინგე ადგილებით სარგებლობისთვისმოსახლეობისგან აკრებილი თანხა სრულად ხმარდება ორგანიზაციაში დასაქმებულთა ხელფასებსა და მიმდინარე ხარჯებს.
2019 წელს ორგანიზაციის შემოსავალმა 547.2 ათასი ლარი შეადგინა , საიდანაც დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მიღებული თანხის 74% დაიხარჯა. 2020 წელს ორგანიზაციის შემოსავალი 508.0 ათასი ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე თანხის 84% მოდის.
90 საწარმოს მნიშვნელოვანი ღონისძიებები პარკირების ადგილების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და პროცესის
სრულყოფისათვის არ გაუტარებია. მუნიციპალიტეტი პარკინგით სარგებლობის გადასახადს აწესებს იმ მიზნით, რომ მიღებული შემოსავალი გამოიყენოს პარკირების ადგილების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის.
ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი სისტემის პირობებში კი, პარკირების ადგილით სარგებლობის გადასახადი
ხმარდება მხოლოდ ამ გადასახადის ამკრები პირების შრომის ანაზღაურებასა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ მიმდინარე ხარჯებს.
ქუთაისის მერიაში საპარკინგე ადგილების არსებული მართვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას.
შპს „პარკინგსერვისმა“ ვერ შეასრულა მერიის წინაშე არსებული ვალდებულებები. ორგანიზაციამ ვერ შეძლო ქალაქ ქუთაისში საპარკინგე სივრცეების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციისთვის ყოველწლიური ინვესტიციის განხორციელება. პარკირების ტერიტორიის არსებული მართვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებას










