LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“რაც უფრო მეტხანს მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება აქ, მით უფრო მეტად სანანებელი გაუხდებათ ეს”- აფგან სადიგოვი

“რაც უფრო მეტხანს მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება აქ, მით უფრო მეტად სანანებელი გაუხდებათ ეს”- აფგან სადიგოვი

დაპოსტა 2025/04/17-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაიჭირონ ან მოკლან ვინმე, თუმცა მათ მაგივრად სხვები აუცილებლად გამოვლენ. აზერბაიჯანში ამჟამად 400 პოლიტიკური პატიმარია, რეჟიმის სიმხეცე პიკს აღწევს,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მადლიერია იმ ადამიანებისა და ქვეყნების, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში მას დახმარება გაუწიეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მედიას, რადგან ჩემთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში. ასევე მადლიერი ვარ ჩემი ადვოკატებისა და საერთაშორისო პარტნიორების. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ჰუსეინ ბაკიხანოვი საქართველოში შეკვეთით მოკლეს. ასევე მოკლეს ბაირამ მამედოვი. თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეიძლება დაიჭირონ ან მოკლან ვინმე, თუმცა მათ მაგივრად სხვები აუცილებლად გამოვლენ. აზერბაიჯანში ამჟამად 400 პოლიტიკური პატიმარია, რეჟიმის სიმხეცე პიკს აღწევს”,- განაცხადა მან.

სადიგოვის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებზეც.

„ყოველ ჯერზე, როდესაც მე აზერბაიჯანში მაკავებდნენ, ისინი ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და ჩემი მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით იმუქრებოდნენ. ყოველი მსგავსი შემთხვევის დროს მე მივმართავდი ალიევს, რომ ეს ჩემი ბრძოლაა და ოჯახს შეეშვან. სამწუხაროდ, დიქტატორები არასოდეს გამოსწორდებიან”, – აღნიშნავს ის.

ამასთან, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციის დროს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების პარტნიორობასა და მსგავსებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

„მათ დაურქმევიათ „ქართული ოცნება“ პარტიისთვის, ეს არ არის ქართველების ოცნება, მათი ოცნება არ არის დიქტატურაში ცხოვრება. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უკან დაიხიონ იმ გზიდან, რომელზეც ახლა არიან. არ არის საჭირო არც პუტინის და არც ერდოღანის მითითებების შესრულება. ყველაზე სწორი გზა არის საკუთარი ხალხის სიყვარული და ხალხისადმი მსახურება. მე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე და ილჰამ ალიევის გარემოცვაზე უამრავი ფაქტი და მასალა შევაგროვე და შემდეგ გავასაჯაროვე. ამიტომ ორჯერ პოლიტიკური პატიმარი გავხდი. რაც უფრო მეტხანს მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება აქ, მით უფრო მეტად სანანებელი გაუხდებათ ეს მათ. რა თქმა უნდა, აქ საფრთხე არსებობს. ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები. ვაპირებ გამოვიდე აქაური დიქტატურის წინააღმდეგაც”,- განაცხადა სადიგოვმა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მისთვის გირაოს დაწესებას, სადიგოვი აცხადებს, რომ მის გადახდას არ აპირებს.

„არ ვეთანხმები გირაოს დაწესებას და არ ვაპირებ მის გადახდას. ვფიქრობ ალიევმაც და კობახიძემაც საკუთარი ქვეყნების ბიუჯეტი გააჩანაგეს და არ ვაპირებ ამ გირაოს გადახდას.“- აღნიშნა მან.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „თეატრალური იმერეთი“-ს განრიგი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
კულტურა

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება  და მთელს რეგიონს მოიცავს. უკვე ცნობილია ფესტივალის განრიგი: 24 ივნისი 📍 ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ელენე ხოშტარიას დედა ივანიშვილს მიმართავს
მთავარი

"როგორც არასოდეს ისე მინდა მიწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და  მისი ჯანმრთელობის გაუარესებისთვის ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!" - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას  დედა,...

დაწვრილებითDetails

პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა – აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს
მთავარი

პირდაპირ ნაგავში წვანან მოხუცი დედა- შვილი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა - აკა სინჯიკაშვილი დახმარებას ითხოვს: "სასწრაფოდ, დღესვე მჭირდება მოხალისეები და ექიმი. საშინელება დამხვდა. არ დაგეზაროთ რა.დამირეკეს, ახლა მოვედი და პირდაპირ ნაგავში...

დაწვრილებითDetails

1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
როგორ უნდა მოიქცეთ თუ გველმა გიკბინათ
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ გველმა უკბინა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა
მთავარი

გარდაბანში სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიარეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს. „გარდაბნის რაიონული სამსახურის სოფელ გამარჯვების ფილიალის მე-4 ბრიგადისთვის მორიგი გამოძახება განსხვავებულია. ლოზუნგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გიგა დარსაველიძის გარდაცვალების გამო. გიგა დარსაველიძე იყო ჩვენი პროექტის ფენიქსის ორდენის კატო მიქელაძის ნაკადის ძალიან მხიარული და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი - აღნიშნულის შესახებ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"