LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი – კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქუთაისში არსებულ პრობლემებზე

რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა – ბადრი ჯაფარიძე

დაპოსტა 2024/12/19-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი.

„ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია ევროპული საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. მთავარი თემები, რომელთაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ, რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს და ასევე, სამოქალაქო სექტორს. შეხვდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სურათი შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასეულობით ადამიანი დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ასეულობით ადამიანს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანება, იმ ადამიანების მიერ რომლებიც საკუთარ თავს პოლიციას უწოდებენ, მაგრამ არანაირი კავშირი მათ პოლიციასთან არ აქვთ, ისინი არიან კრიმინალური დაჯგუფებები. იმაზეც ვესაუბრეთ, რომ ქალაქში გადაადგილდებიან შავებში ჩაცმული შავნიღბიანი ადამიანები, რომლებიც პატრულის თანამშრომლების თვალწინ, უსწორდებიან ჟურნალისტებს, მსახიობებს, გამვლელებს და ამაზე პატრულის თანამშრომლები თვალს ხუჭავენ, არიან პასიური დამკვირვებლები, რაც პირდაპირ მიანიშნებს ამ დაჯგუფებების კავშირზე ხელისუფლებასა და შსს-სთან.

ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოდან იღებდნენ შემაშფოთებელ ინფორმაციას. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი აქ არიან სწორედ ამიტომ და არა იმის გამო, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია მოხდა მათი ჩამოსვლით. მათი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. მათ თქვეს, რომ აქ ამ მიზნით არ არიან“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო ბიზნესების გამიჯვნას და იმ საკითხს, მოუწოდებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკს“ გაფიცვისკენ, როგორც მან განაცხადა, „ყველა ბიზნესი გადაწყვეტილებას თავად იღებს“.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

"ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება… ნათელში იყოს შენი სული. 🕊️" ბათუმში გარდაცვლილ 16 წლის სანდრას ახლობლები ემშვიდობებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგზე გადადიოდა. ვიზიარებთ ოჯახის...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"