ქუთაისში მერიის წინ აქცია გაიმართა, ისინი თბილისში დარბეულ აქციაზ მყოფ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას.
,,დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში დარბეულ აქციის მონაწილეებს რომლებიც წყლის ჭვავლებით დაარბიეს და გამეორდა 20 ივნისის ღამე. მოქმედი მთავრობა არ აღიარებს ტოტალურ გაყალბებას ჩვენ კი არ დავუშვებ და არ მივიღებთ ამ უსამართლობას”- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა ნინი თვალავაძემ
ერთ-ერთი აქციის მონაწილის იმედა ონიანის განცხადებით ,,ქართული ოცნება რაც ხელისუფლებაშია ღიად ლახავს ჩვენს ღირსებას. დღეს რაც ცეესკოსთან მოხდა ეს არის გაუგონარი რამ, მე ვფიქრობ ეს არის ხელისუფლების აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო ამოსუნთქვა”