რაც არ უნდა უარყოს მეორე მხარემ, იქ მესამე პირიც იყო – ამის შესახებ პოლიტიკოს გოგი წულაიას ადვოკატმა “ტოპნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით უკვე მოხდა სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშებისა და ტანსაცმლის ამოღება. მასალა ექსპერტიზაზე დღეს გადაიგზავნება. გოგი წულაიას ადვოკატის განცხადებით, საქმეში ჩართული იყო მესამე პირიც. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებით, პოლიტიკოსის უდანაშაულობა დამტკიცდება.
“მოწმეებიც, ვიდეოკამერაც, ექსპერტიზის დაკვნაც-შესაძლებელია ყველაფერი ეს მოპოვებული იქნეს. რაღაც ნივთებიც რომ შეიძინეს, ამოვიღებთ ამ კადრებს, ყველაფერს, სად და ვისთან ერთად შეიძინეს. რაც არ უნდა უარყოს მეორე მხარემ, იქ მესამე პირიც იყო. ამასთან, თვითონ წულაიას არ დაულევია, ერთი წვეთი არ დაულევია, იმ ქალბატონმა დალია და ამის მტკიცებულებასაც წარმოვადგენთ,”-განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.
გოგი წულაიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. ოპოზიციონერის წინააღმდეგ პოლიციის მთავარი სამხილი ახალგაზრდა ქალის ჩვენებაა, რომელიც წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
გოგი წულაია 17 მარტს, თბილისში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ძალადობას ედავებიან. ოპონენტები კი თვლიან, რომ აქტიური პოლიტიკოსი ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლია და მისი დაკავება მის მიერ, ბოლო დღეებში, ბერა ივანიშვილის მისამართით ჩატარებულ პერფორმანსს უკავშირდება, სადაც წულაია ბერას აგინებდა. “გეუბნები ბერა, გაგინებ, ხელებატატებული გაგინებ, მოდი და გამისწორდი,”-აცხადებდა წულაია.
topnews.com.ge