LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ ხდება ანტარქტიდას თეთრი საფარი მწვანე (+ფოტო/ვიდეო)

რატომ ხდება ანტარქტიდას თეთრი საფარი მწვანე (+ფოტო/ვიდეო)

დაპოსტა 2020/05/23-ში
A A
569
ნახვა
გაზიარება

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებულ ნაშრომში უცნაური მოვლენა აღწერეს. ანტარქტიკის ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე კუნძულებზე თოვლი მწვანედ შეიფერა.

თოვლის გამწვანების მიზეზი მიკროსკოპული წყალმცენარე აღმოჩნდა, რომელიც სამხრეთ პოლარულ წრეში ტემპერატურის ზრდის გამო, ადვილად გამრავლდა. მეცნიერებმა დაახლოებით 1700 ყვავილობის კერა აღმოაჩინეს. დათბობის გარდა, წყალმცენარის გავრცელებაზე გავლენა ზღვის ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა მოახდინეს, რომელთა ექსკრემენტები მისთვის ბუნებრივ სასუქად იქცა. მწვანე უბნების 60 პროცენტი პინგვინების კოლონიიდან 5 კილომეტრის მანძილზეა განლაგებული. ბევრი წყალმცენარეა ასევე იმ ადგილებში, სადაც სელაპები ზღვიდან ნაპირზე გამოდიან.

მწვანე ფერის წყალმცენარეები ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე. ფოტო: Matt Davey
მწვანე ფერის წყალმცენარეები ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე. ფოტო: Matt Davey

ანტარქტიდის კონტინენტის შემადგენლობაში შემავალ ნახევარკუნძულზე წყალმცენარის ყვავილობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ის დედამიწის ხელოვნურმა თანამგზავრებმაც დააფიქსირეს. სატელიტური მონაცემებისა და საკუთარი კვლევის შედეგების შეჯერებით, მეცნიერებმა მისი გავრცელების რუკა შეადგინეს. ყვავილობის კერები, რომლებიც ჯამში 1,9 კილომეტრზეა გადაჭიმული, ყოველწლიურად 479 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც დიდი ბრიტანეთის გზებიდან 875 ათასი მანქანის მოშორებას უდრის.

ეს წელს ანტარქტიკაში თოვლის წყალმცენარეების ყვავილობის პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში გალინდეზის კუნძულზე მდებარე აკადემიკოს ვერნანდსკის სახელობის კვლევით სადგურთან წითლად შეფერილი თოვლი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიკაში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ასეთი ადგილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დაახლოებით 1700 ყვავილობის კერა 1,9 კილომეტრზეა გადაჭიმული. ფოტო: Matt Davey
დაახლოებით 1700 ყვავილობის კერა 1,9 კილომეტრზეა გადაჭიმული. ფოტო: Matt Davey

ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე ძალზე სწრაფად თბება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელ 50 წელიწადში იქ ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 3 °C-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს კი არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18,3 °C დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილსა და მზიანი კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთნაირი ტემპერატურა იყო.

popx.ge
გაზიარება281

დაკავშირებული -პოსტები

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და მოულოდნელი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება – თქვენი თავდაჯერებულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრაა მოსალოდნელი.   კურო ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ...

დაწვრილებითDetails

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"