ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ აზარალებს ქალაქს. ცენტრალური პარკი, ახალი სკვერები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი კეთდება მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წყალტუბოში ტურისტული სეზონია და უამრავ დამსვენებელს ვმასპინძლობთ, გულდასაწყვეტია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ უფრთხილდებიან ჩვენს მწვანე ქალაქს.
წყალტუბოს მერია მოუწოდებს მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას. ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართვლობა მომავალში ცენტრალურ პარკსა და რეკრეაციულ სივრცეებში ვიდეო კამერების დაამონტაჟებას გეგმავს.”-ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში