
როგორც აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან. „ეს არავაქცინირებულთა პანდემიაა და გამოწვეულია იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს უპრეცედენტო და წარმატებული ვაქცინაციის პროგრამა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში, უფასო ვაქცინები 80 000 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი იყო, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 70 მილიონზე მეტი ამერიკელი, რომლებსაც ვაქცინის ერთო დოზაც კი არ მიუღიათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.










