ეს ინფექცია კანის გზით არ გადადის. თუ ადამიანები ხელთათმანის გამოყენებით ცდილობენ, რომ თავისი კანი დაიცვან, კორონავირუსი კანის გზით ორგანიზმში არ შეიჭრება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელთათმანი შეიძლება ინფიცირების წყარო გახდეს.
„ხელთათმანის ერთადერთი გამართლებაა გაგვახსენოს, რომ ხელი სახესთან არ მივიტანოთ. ხელთათმანი შეიძლება ინფიცირების წყარო გახდეს. ხელი შეგვიძლია ხშირად დავიბანოთ და ხელთათმანზე უფრო სუფთა გვქონდეს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.