LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რატომ უნდა დააბრალო საკუთარ თავსაც , თუ რამე დაგემართება – ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს

დაპოსტა 2021/08/10-ში
53
ნახვა
გაზიარება

“ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 88 ახალი შემთხვევით საქართველო­ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შესაბამისად, მაღალია ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებისა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობაც.

ახლა ქვეყანაში 38 000 აქტიური შემთხვევაა­ – ამდენი მეორე ტალღის დროსაც არ ყოფილა; 6 500-ზე მეტი საავადმყოფოში წევს, 1200 კი მძიმე პაციენტია. ეს ძალიან საყურადღებო ციფრებია.

ყველა კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა 99.9% აუცრელია, შესაბამისად, ხელოვნური ფარის გარეშე, მათი ვირუსთან ბუნებრივად შეხვედრისას სიკვდილობის მაჩვენებელი 1.5%-ია, ეს კი ნიშნავს, რომ 1 000 დაავადებული ადამიანიდან 10-15 გარდაიცვლება.

დელტა, იოტა, ლამბდა… ბევრი შტამი გაჩნდა მსოფლიოში, მაგრამ ვაქცინაციითა­ და რეგულაციებით ბალანსის დაცვას ახერხებენ.

სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს ოქროს შუალედი ვერ იპოვა. ჯანმო იძლევა რეკომენდაციებს: 1. 30%-ის აცრის მერე მოხსენით რეგულაციები; 2. 40%-ის აცრის შემდეგ ცოტა მშვიდად იგრძენით თავი; 3. 60%-ს რომ აცრით, მერე თქვით, რომ მდინარის მეორე მხარეს ხართ.

ჩვენმა ქვეყანამ მოხსნა ყველა შეზღუდვა: ღამით გადაადგილება, ღია სივრცეში პირბადის ტარება და სხვა, შედეგები კი ახლა გამოჩნდა.

ეკონომიკური სიდუხჭირე მთელი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამდენ ხალხს უსამსახუროდ ვერ დატოვებ.

ეს ყველას კარგად გვესმის, ამიტომ ისეთ ღონისძიებებს ვითხოვთ, რომელთა აღსრულება საზიანო არავისთვის იქნება:

პირბადის გამოყენებას შენობის შიგნით, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვას…

ვაქცინაცია მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იმუნიტეტი ყალიბდება მეორე დოზიდან 10-14 დღის შემდეგ, სწორედ ამიტომ, თუ პირბადეს არ გამოვიყენებთ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარს არ ვიტყვით, ეპიდემიის პიკი გახანგრძლივდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემოდგომით ყველა რესპირატორული დაავადება მწვავდება, რადგან ადამიანები, სიცივის გამო, გარეთ ყოფნის­ ნაცვლად მეტ დროს სახლში ატარებენ და ვენტილაციაც ირღვევა.

ამ მიზეზით შეიძლება ჩვენთან მეოთხე და მეხუთე ტალღები ერთმანეთს გადაებას.

მეხუთე ტალღის პრევენციისთვის, რომელიც შემოდგომაზე იქნება, ერთადერთი იარაღი გვაქვს – რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავცრათ, რომ თვე-ნახევრის, ორი თვის შემდეგ ნახევარი მილიონი მაინც იყოს ორჯერადად აცრილი.

ახლა დღეში 19-20 ათასი ადამიანი იცრება. გვაქვს შესაძლებლობა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან ყოველდღიურად 25-30 ათასი ადამიანი ავცრათ, რაც ერთ თვეში მილიონ აცრას, ანუ ნახევარი მილიონი­ ადამიანის ორჯერადად აცრას ნიშნავს, ეს დიდი წარმატება იქნება.

მთავარი პრობლემაა ხალხმრავალი შეკრებები და სწორედ აქ უნდა მივიღოთ კატეგორიული გადაწყვეტილებები.

რესტორანს, რომელიც ვინმეს ქორწილის გადახდის ნებას მისცემს, უზარმაზარი ჯარიმა უნდა დაეკისროს.

დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ადამიანებს, რომელთაც მსუბუქი დაავადება აქვთ.

ახლა 38 000 ადამიანია ავად, აქედან 6 500 კლინიკაშია, ე.ი. 31 500 სახლშია. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი ავადმყოფობის მე-3-მე-4 დღეს (როცა ტემპერატურა აღარ აქვთ) რეგულაციის პირობებს არღვევს – გარეთ გამოდიან, ჰაერი ხომ გვინდაო და დასეირნობენ, სასურსათო მაღაზიებში შედიან, ტრანსპორტში ადიან…

ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის და­რღვევა (შესაბამისი მუხლი 2020 წლის აპრილში თუ მაისში დაემატა).

თუ ავადმყოფი თვითიზოლაციის წესს არღვევს, ეს სისხლის სა­მა­რთლის დანაშაულია!­ ასეთი ხალხი ავრცელებს ინფექციას.

სახელმწიფომ მორალური პასუხისმგებლობა შეიმსუბუქა – რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ა ბატონო, ვაქცინა მოგიტანეთ და თუ 45%-ს აცრა არ უნდა,

,,რაც მოგივა დავი­თაო, ყველა შენი თავითაო”, პასუხისმგებლობა მოსახლეობას გაუნაწილა.

სიმართლე გითხრათ, ამას ვეთანხმები:­ თუ აცრა არ გინდა, პირბადე არ გინდა და იზოლაციის წესებს არ დაიცავ, მაშინ საკუთარ თავსაც უნდა დააბრალო, თუ რამე დაგემართება” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის მეტროში ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერი 15, 2025
238
მთავარი

სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც "პირველებს" მეტროში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც. ამ...

დაწვრილებითDetails

29 წლის მოდელს დანით 60 ჯრილობა მიაყენეს

ოქტომბერი 15, 2025
62
მთავარი

მილანში ფემიციდის მორიგი შემთხვევა — 29 წლის მოდელი დანით 60-ჯერ დაჭრეს საკუთარ სახლში იტალია, მილანი — გუშინ ღამით იტალიაში კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა

ოქტომბერი 15, 2025
1.1k
მთავარი

"პირველების" იფორმაციით, ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის. TV პირველს ეუბნებიან, მოქალაქე სვანეთიდან იყო ჩამოსული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი. პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებითაა-დავით ფანჩულიძე

ოქტომბერი 15, 2025
27
მთავარი

"ჩვენი პროგრამის,  აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის მიზანია სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვა დაზინებისაგან, რაც პრაქტიკულად მიღწეულია მიმდინარე წელს, რაც გამოიხატება იმაში რომ წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებით არის . ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს

ოქტომბერი 15, 2025
108
მთავარი

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს პირველ ჯერზე ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ 15 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის მგზავრმა გაქცევა ცადეს, თუმცა ორმა...

დაწვრილებითDetails

დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება- სუს განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
229
მთავარი

"ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია გამოიწვია”

ოქტომბერი 15, 2025
17
მთავარი

ცნობისმოყვარე ფოცხვერმა ფოტოხაფანგში სელფი დაგვიტოვა მას და სხვა უამრავ სახეობას საკვებით, წყლით თუ თავშესაფრით იორის ჭალის ტყე უზრუნველლყოფს, რომელიც სამიგრაციო გზის ფუნქციასაც ასრულებს. სამწუხაროდ, არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია...

დაწვრილებითDetails

ბრიტანეთში ვირებმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ოქტომბერი 15, 2025
25
მთავარი

ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე საგრაფოს, ლინკოლნშირის ბინადარი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დიდი დერიკი, რომლის სიმაღლე 167 სანტიმეტრია, ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია, მისი მეგობარი ბამბუ კი, ცნობილი თავისი საოცარი,...

დაწვრილებითDetails

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვაკანსიებს აქვეყნებს

ოქტომბერი 15, 2025
37
მთავარი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. გაეცანით პოზიციებს, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
654
მთავარი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».