32 წლის ბერძენი პილოტი, ვიდრე ცოლის მკვლელობას აღიარებდა, საკუთარი მეუღლის მშობლებთან ერთად მისი ხსოვნის ცერემონიალზე, ე.წ. ორმოცზე იმყოფებოდა.
ის ალონისოსში ორმოცზე სამძიმარს იღებდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა და საგამოძიებო ოფისში წაიყვანა იმ საბაბით, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილ ახალ მასალებთან დაკავშირებით დაეკითხათ.
20 წლის კეროლაინის ქმარი 6 საათის განმავლობაში ცდილობდა პოლიცია თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მის მიერ მიცემულ ჩვენებებში ხარვეზები და შეუსაბამობები აღმოაჩინა. საბოლოოდ მამაკაცმა დანაშაული აღიარა, ის დააკავეს და პროკურორთან გააგზავნეს.
მკვლელობა მაისის დასაწყისში მოხდა. თავდაპირველად საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ამბობდა, რომ მის ოჯახს გამთენიისას 3 მამაკაცი დაესხა თავს, რომლებიც ბერძნულად აქცენტით ლაპარაკობდნენ. ის ხელბორკილებით სავარძელზე მიაბეს და სახლის ძარცვა დაიწყეს, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ მის ცოლსაც.










