LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ელექტროენეგიაზე ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს- სემეკი გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს

რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება

დაპოსტა 2026/03/30-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის „უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულებაა შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში“. ამის შესახებ მან სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას განმარტებითვე, სემეკის მიერ მოხდა „ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება იმისათვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს“.

„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაადგინა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა შეადგენს 5 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 4-6 თეთრამდე, ცალკეული ძაბვის საფეხურების მიხედვით. ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდში, დაკორექტირდა და დამტკიცდა მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა ძალიან დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა. უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის წყვეტა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

„თელასის“ არეალში დედაქალში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში, შეადგენს 400 მილიონ ლარს, რაც საშუალოდ, წლიურად, 80 მილიონი ლარია. რაც შეეხება „ენერგო პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი. დაკორექტირდა და საშუალოწლიურად, 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

გარდა ამისა, „ენერგო პრომ“ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე დამატებით აღნიშნა, რომ 3 წლის განმავლობაში, ის საშუალო წლიურად დამატებით, 43 მილიონ ლარს დახარჯავს, ისე, რომ ამის გათვალისწინებას ტარიფში არ მოითხოვს. შედეგად, რეგიონებში მომხმარებლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდება დამატებით, 129 მილიონი ლარი, ისე რომ ტარიფში გათვალისწინებული არ იქნება.

რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების საკითხს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიუსაფარ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს საპატიო მოქალაქე,თენგიზ იოსელიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
წყალტუბოს საპატიო მოქალაქე,თენგიზ იოსელიანი გარდაიცვალა
მთავარი

გარდაიცვალა  წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, სამედიცინო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ იოსელიანი. ბატონო თენგო, მართლაც ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასე მოულოდნელად, ასე უჩუმრად გათენდებოდა დღე, როდესაც თქვენ არ დაგვხვდებოდით ომახიანი...

დაწვრილებითDetails

ოთარ სულაქველიძე იპოვეს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
ოჯახი ოთარ სულაქველიძეს ეძებს
მთავარი

თბილისში დაკარგული ოთარ სულაქველიძე,რომელსაც 25 მარტის შემდეგ ეძებდნენ იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს : თქვენი თანადგომით ვიპოვეთ,ცოცხალი და უვნებელია მადლობა ყველას - წერს სალომე ჩახუნაშვილი.  

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ...

დაწვრილებითDetails

„სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა“ – პროკურატურა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს,...

დაწვრილებითDetails

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
მთავარი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. გუნდთან მქონდა კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით. მოტივაცია ერთადერთია,...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დედაქალაქის მსგავსად, 5 თეთრით იზრდება. უფრო კონკრეტულად, რეგიონებში „ეპ ჯორჯია“ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 15.041 თეთრიდან 20.041 თეთრამდე ეზრდებათ,...

დაწვრილებითDetails

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, შპს...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე- ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.   წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს. კომისიის სხდომა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"