
ლინდა ევანჯელისტამ სასამართლოში 50 მილიონი დოლარის მოთხოვნით, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. საჩივარში საუბარია ისეთი პროცედურების ჩატარებაზე, რამაც, მოდელის თქმით, ის „სასტიკად დაამახინჯა“ და საზოგადოებისგან გარიყა- იტყობინება CNN-ი. მოდელი კომპანიისგან 50 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს – რასაც, ევანჯელისტას მტკიცებით, ის თავისი პროფესიით გამოიმუშავებდა – და ასევე ემოციური სტრესისთვის, რასაც ის წლებია განიცდის. სუპერმოდელი 2016 წლიდან ფულს თავისი პროფესიით ვეღარ გამოიმუშავებს.










