ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც თვითმხილველები ანცხადებენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრავი ავტომობილი გააჩერა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქესა და სამართალდამცველს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მოქალაქემ სამართალდამცავი ყელის არეში მძიმედ დაჭრა. უცნობია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭირილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისლის სმართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.