დომინიკელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით Yofrangel 911 კორონავირუსის შესახებ დაწერილი სახალისო კომპოზიცია და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი არტისტი სიმღერას ესპანურ ენაზე ასრულებს.
ნამუშევარმა სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთმა ნიდერლანდურმა რადიოსადგურმა კი კომპოზიციის ეთერში გაშვების გამო საჯაროდ მოიბოდიშა, რადგან სიმღერაში არტისტი ვირუსის გავრცელებას ჩინურ კერძებს აბრალებს. ამასთან, ის ტრეკში ისეთ სიმპტომებს ასახელებს, რომლებიც დაავადებას არ ახასიათებს. ინტერნეტმომხმარებლები კი წერენ:
“ამდენი ინფიცირებული ადამიანი, ამდენი მსხვერპლი – ეს კიდევ ხუმრობს. იმედია, ღმერთი შეუნდობს.”
“მხოლოდ დომინიკელებს შეგვეძლო ამის გაკეთება :(“.
“პირი ღია დამრჩა”.