LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“რატომ დავთმე პეტრას ციხე? სამღვდელოება შეუვალი აღმოჩნდა” – პეტრას ციხეზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აღარ ჩატარდება

“რატომ დავთმე პეტრას ციხე? სამღვდელოება შეუვალი აღმოჩნდა” – პეტრას ციხეზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აღარ ჩატარდება

დაპოსტა 2019/08/04-ში
A A
464
ნახვა
გაზიარება

“რატომ დავთმე პეტრას ციხე ?! დამათმობინეს კი არა გამომა….ეს იმიტომ რომ სამღვდელოება შეუვალი აღმოჩნდა” – GR Fest-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი დეკანოიძე თავის ფეისბუკ გვერდზე განმარტავს თუ რატომ აღარ ჩატარდება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პეტრას ციხეზე.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ეხლა ჩამოვედი ქობულეთიდან და მინდა გაგიზიაროთ თუ რასთან მქონდა ბრძოლა ამ დღეების განმავლობაში.
მე გახლავართ GR Fest-ის ერთერთი დამფუძნებელი, ამ პროექტის იდეა მდგომარეობდა შემდეგში, საქართველოში უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან გაგვემართა ივენთები, გადაგვეღო და გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის თუ როგორი უნიკალურია ჩვენი ქვეყანა. ფესტივალის ფარგლებში მოგეხსენებათ ტარდებოდა მხატვრების გამოფენა, ასევე დაგეგმილი მქონდა პეტრას ციხის კედლების ამონათება, გაფორმდებოდა ჩირაღდნებით და რამდენიმე ჯაჭვის აბჯარში გამოწყობილი ადამიანით რომლებიც გადმოდგებოდნენ კედელზე და ააფრიალებდნენ საქართველოს დროშას. რატომ დავთმე პეტრას ციხე ?! დამათმობინეს კი არა გამომაჯმევინეს იმიტომ რომ სამღვდელოება შეუვალი აღმოჩნდა, ალბათ ნახეთ კიდეც როგორი ტყუილი იკადრეს, ვითომ ქობულეთის მოსახლეობა რომ აწერდა ხელს იმ საპროტესტო წერილს და ზესტაფონი, ქუთაისი, რუსთავის მაცხოვრებლები რომ აღმოჩნდნენ. პეტრას ციხეზე ივენთის ჩატარების ნებართვა გვქონდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან ვის დროებით მართვაშიც იყო პეტრას ციხე გადაცემული, მღვდლების პროტესტის შემდეგ ყველაფერი დაიწყეს ესეთი თანმიმდევრობით, ივენთამდე 9 დღით ადრე გამაფრთხილეს რომ თუ დაიწყებოდა პეტრას ციხის უეცარი სარეაბილიტაციო სამუშაოები (14 საუკუნის შემდეგ უეცარი. და მე ხელს შევუშლიდი რაიმე ფორმით, დავჯარიმდებოდი 12 000 ლარით, ასევე მოსახლეობას ექნებოდა პრეტენზია ხმაურზე და გამათიშინებდნენ მუსიკას 11-12 საათზე, ჩამონათვალი დიდი იყო. საბოლოოდ რის გამოც მოგვკვეთეს პეტრას ციხიდან იყო შემდეგი მიზეზი და იცრუა ინტერვიუში ვითომ უსაფრთხოების ზომები არ იქნებოდა დაცული და ამიტომ აღარ გვაძლევდნენ უფლებას ჩაგვეტარებინა ღონისძიება, როცა მთლიანი პერიმეტრი იღობებოდა მაღალი ჯებირებით, ასევე იღობებოდა ის ადგილი რასაც ნაეკლესიარს ეძახიან და იქ ვერავინ შევიდოდა, გარე პერიმეტრს დაიცავდა დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შიდა პერიმეტრს კი 50 რჩეული დაცვის თანამშრომელი. 150 კაცი ჯამში. კვების ობიექტი ვისთანაც ვიყავი მოლაპარაკებული მწერს წერილს რომ ჩემთან თანამშრომლობა აღარ უნდოდა, ნუ მესმის ძალიან კარგად მათი, ტყუილად უნდა გაეწიათ ხარჯები და ფესტივალს კიდევ ძალიან ბევრი საფრთხე ქონდა.
საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ მინდოდა ძაან თესლი ვიდეოები გვქონოდა, მზის ჩასვლისას როგორი იყო პეტრაზე გულაობა, ღამე ჩირაღდნებით და კედლებზე აბჯარში ტიპები. ვისაც გთხოვეთ გარეკლამება ამ ფესტივალის იმიტომ გთხოვეთ რომ დარწმუნებული ვიყავი იქ კარგ გარემოს დაგახვედრებდით და კიდევ ერთხელ ვაჩვენებდით თუ როგორ გიჟივით გვიყვარს გულაობა და ცუდს არაფერს ვაკეთებთ ცეკვით.
აღარ არის პეტრა მაგრამ იქნება ქობულეთის ფიჭვნარი, გადაღებაც აღარ იქნება, არც ჯაჭვის პერანგიანი გმირები გადმოკიდებენ ფიჭვებიდან დროშებს.
ვერავის ვერ გთხოვთ მოდით და გვერდში დამიდექით და ბლა ბლა ბლააა …  …ე ბაზარია პეტრას გარეშე ეს ყველაფერი…
რას დაგპირდით და რა გამომივიდა, მაპატიეთ.” – წერს GR Fest-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი დეკანოიძე თავის ფეისბუკ გვერდზე. 

შეგახსენებთ GR-fest 10 აგვისტოს აჭარაში, პეტრას ციხეზე უნდა გამართულიყო.

GR-fest არის მათთვის ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს და მათთვისაც ვინც ახლა აპირებს მის მოსმენას და შეყვარებას, არის იმ არტისტებისთვის ვინც რეგიონების ტექნო კლუბებში ეწევა მის პოპულარიზაციას, აგრეთვე ტურისტებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ საქართველოში და აინტერესებთ მისი ისტორია. ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ მოუსმინოთ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ტექნო კლუბების რეზიდენტებს, იტალიელ DJ ფაბრიციო ლაპიანას, გექნებათ საშუალება გაეცნოთ ახალგაზრდა მხატვრებს, მიიღოთ მონაწილეობა მათი სურათების გამოფენა.

თეგები: GR-festმუსიკალური ფესტივალიპეტრას ციხე
გაზიარება207

დაკავშირებული -პოსტები

ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა...

დაწვრილებითDetails

რა მოხდება თუ სკოლაში ბავშვებს ფორმეს არ ჩააცმევთ – მინისტრის გაფრთხილება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც გააპროტესტებენ და ბავშვებს სასკოლო ფორმას მაინც არ ჩააცმევენ, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები. გივი მიქანაძე მშობლებს ახსენებს, რომ ბავშვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის...

დაწვრილებითDetails

ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ – ქუთაისი-ათენის რეისი ამ დრომდე არ სრულდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
მთავარი

მოქალაქეები ქუთაისი-ათენის რეისის შესრულებას 9 საათია ელოდებიან.  როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი ნელი ირემაძე "მეგა ტვ"-ს ეუბნება მოქალაქეები შუაღამის შემდეგ ელოდებიან რეისს, თუმცა მათი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. მისივე თქმით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ბათუმში, ალკოჰოლის მოხმარება უკონტროლოდ ხდება, - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულძე წერს. "ბათუმში ვარ…რუსების სიმრავლეზე აღარაფერს ვიტყვი - ეს ისედაც ყველამ იცის. მინდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო.პირველი, რაც თვალში...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს
მთავარი

მან­გლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა ქალს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "სას­წრა­ფოდ და­მეხ­მა­რეთ. იძებ­ნე­ბა თა­მარ ფერ­ცუ­ლი­ა­ნი. რო­მე­ლიც გუ­შინ მან­გლი­სი­დან გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის დრო უნდა. წუ­ხელ შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. გთხოვთ თუ ვინ­მემ რა­ი­მე...

დაწვრილებითDetails

ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს
მთავარი

“დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “ ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია...

დაწვრილებითDetails

6 თვეში იმერეთში 138 ავარია მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოზურგეთში ავარია მოხდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 267 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 201, ხოლო დაშავდა -...

დაწვრილებითDetails

14 დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალია

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
არსებულ მტკიცებულებებს ტაქსიში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც დაემატა- ვახო სანაია
მთავარი

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს"  - ეს განცხადება ვახო სანაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 14 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. სანაია ამბობს, რომ არ...

დაწვრილებითDetails

ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქათველმა მეზღვაურმა დავით ფანცულაიამ 36 მიგრანტი გადაარჩინა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა. დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემში 4 დღე უწყლოდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"