ქუთაისელი ტაქსის მძღოლი, ქუთაისიდან თბილისში მგზავრის გადაყვანის გამო 200 ლარით დააჯარიმეს. მძღოლი დედაქალაქში ტაქსის ლიცენზიის არ ქონის გამო დააჯარიმეს.
ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე წერს: “თბილისში წაიყვანა კლიენტი 150 ლარად, 50 ს დაამატებს და შეიტანს ბიუჯეტში. კახის რეფორმები”
როგორც თემურ ცამციშვილმა “ტოპნიუსს” განუცხადა ეს არის სისტემის ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ელემენტარული შემოსავლის გამო, 24 საათი შრომობენ.