უმი კვერცხი და საკვებით მოწამვლა
უმი კვერცხის, ან თხევადი გულის მქონე კვერცხის, ისევე როგორც უმი ან არასაკმარისად მომზადებული კვერცხის შემცველი საკვების, ჭამამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. გაკსანუთრებით მაშინ, როცა ადამიანი “რისკის ქვეშ’ მყოფ ჯგუფებს მიეკუთვნება. ესენია:
- პატარა ბავშვები
- ასაკოვანი ხალხი
- ორსულები
- უკვე დაავადებული ადამიანები
ეს იმიტომ ხდება, რომ კვერცხი შეიძლება შეიცავდეს სალმონელას ბაქტერიას, რომელსაც სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
უმი ან არასაკმარისად მომზადებული კვერცხის ჭამისას უკეთესი იქნება პასტერიზებული კვერცხის გამოყენება, რადგან პესტერიზაციის პროცესი კლავს აღნიშნულ ბაქტერიას.
პასტერიზაცია არის პროცედურა, რომლის დროსაც მაღალ ტემპერატურას ბაქტერიების მოსაკლავად იყენებენ. თუმცა კვერცხის უმრავლესობა, რომლის შეძენაც ჩვენ მაღაზიებში შეგვიძლია არ არის პასტერიზებული. პასტერიზებული კვერცხი ხშირად თხევადი, ფხვნილის ან გაყინული სახით არის წარმოდგენილი.
თუ “რისკის ქვეშ’ მყოფი ჯგუფების ადამიანები ჭამენ საკვებს, რომელიც უმია ან არასაკმარისად არის გამზადებული, უფრო უსაფრთხო იქნება პასტერიზებული კვერცხის გამოყენება. როდესაც იყენებთ ნორმალურ, არაპასტერიზებულ კვერცხს, გაითვალისიწნეთ შემდეგი ფაქტორების მნიშვნელობა:
- კვერცხის უსაფრთხოდ/სწორად შენახვა
- ბაქტერიების კვერცხიდან სხვა საკვებზე ან სამზარეულოს რაიმე დანადგარზე გადასვლის თავიდან აცილება
- კვერცხის კარგად მომზადება – მომზადების პროცესში კვერცხის გულისა და ცილის გამაგრების შემდეგ ყველანაირი ბაქტერია კვდება
ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებში არ იმყოფებიან, არ უნდა განიცადონ ჯანმრთელობის პრობლემები უმი ან არასაკმარისად მომზადებული კვერცხის ჭამის შედეგად. თუმცა კვერცხის კარგად მომზადება საუკეთესო გამოსავალია, თუ მოწამვლაზე ნერვიულობთ.
უმი კვერცხის შემცველი საკვები
საკვებს, რომელიც უმ კვერცხს შეიცავს, შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა, რადგან კვერცხში არსებული ბაქტერიები არ იქნება განადგურებული.
ჩამოთვლილი საკვები შეიძლება შეიცავდეს უმ კვერცხს:
- სახლში გაკეთებული მაიონეზი
- ჰოლანდიური ან ბაიერნული სოუსი
- სალათის სოუსები
- ნაყინი
- გლაზური
- მუსი
- ტირამისუ
საწარმოში დამზადებული მაიონეზი, სალათის სოუსები, ნაყინი, დესერტები ან გამზადებული გლაზური ძირითადად პასტერილიზებულ კვერცხს შეიცავს. შეამოწმეთ საკვების ეტიკეტი ან დაუკავშირდით მწარმოებელს, თუ არ ხართ დარწმუნებული როგორი კვერცხია მის დასამზადებლად გამოყენებული.
თუ ღელავთ უმ კვერცხთან დაკავშირებით გარეთ ჭამისას ან საკვების ყიდვისას მიმართეთ ადამიანს, რომელიც ამ საკვებს გაწოდებთ.










