
„ჩემი სხეული ჩემი არჩევანია“, „მე მიყვარს ის, ვინც აბორტი გაიკეთა“, „აბორტი პიროვნული არჩევანია და არა სამართლებრივი დებატი“, – ვკითხულობთ დემონსტრანტთა პლაკატებზე. აშშ-ის მასშტაბით დაახლოებით 600-ზე მეტი დემონსტრაცია ჩატარდა, ქალები აბორტის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, 6 კვირის შემდეგ, ორსულისთვის აბორტის გაკეთება იკრძალება.










