“მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ერთ მაგიდაზე ვარ, არ მომრიდებია და იმ მაგიდაზეც მითქვამს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ ხელისუფლებაში არ მოხვიდეთ თქო. ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას ნამდვილად ხელს შევუშლი. თუ გაგიჟდა საქართველოს მოსახლეობა და მოსახლეობის დიდიმა ნაწილმა კვლავ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, გადავსახლდები” – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველ”-თან ინტერვიუსას განაცხადა.
“37 წლის წინ, 21 გმირი შეეწირა იდეას თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ეს იყო თავგანწირვა” – მამუკა ხაზარაძე
ეს თარიღები მხოლოდ ისტორია არ არის, ეს არის ეროვნული ცნობიერება, პასუხისმგებლობა და მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რა ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა,- 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 35 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან...









