ისრაელში Pfizer-ის ვაქცინების 1,5 მილიონამდე ამპულის ვადა ივლისის ბოლოს იწურება. 600 ათასი დოზის გამოყენებას ხელისუფლება მოზარდების იმუნიზაციისთვის გეგმავს, თუმცა რა ბედი ეწევა დარჩენილ 800 ათასს, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ვაქცინებზე უარი თქვა პალესტინის ავტონომიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ვაქცინების ვადის ამოწურვის გამო ის კამპანიის მომზადებას ვერ ასწრებს.
ამჟამად ქვეყანა სხვა სახელმწიფოებთან მართავს მოლაპარაკებებს, ვაქცინების მიყიდვასთან ან იმ ვაქცინებზე გადაცვლასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა ქვეყნებმა მოგვიანებით უნდა