NASA-ს ინფორმაციით, ჩერნობილში ცეცხლის კერები კვლავ შეინიშნება. მათი ინფორმაციით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ქარი უწყობს ხელს.
ცნობისთვის, 14 აპრილს უკრაინაში განაცხადეს, რომ ხანძარი, რომელიც ჩერნობილში ერთი კვირის მანძილზე მძვინვარებდა, ჩააქრეს. იქამდე, გავრცელდა ინფორმაციას, რომ ცეცხლი რადიოაქტიურ ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.
1986 წელს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომურ რეაქტორზე კატასტროფა მოხდა. რეგიონებში, რომლებიც დღემდე რადიოაქტიურად დაბინძურებულად ითვლება 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.









