უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.
ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში, რომელსაც ფეისბუკში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს:
“ამერიკული ბიზნეს-გამოცემა BARRONS წერს, რომ უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნდა დასავლეთის ფავორიტი ქარიზმატული იურისტი, რომელსაც ჯორჯ ბუშმა „დემოკრატიის შუქურა”, ხოლო დონალდ ტრამპმა „თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი უწოდა”.
ამერიკული გავლენიანი გამოცემა New York Times წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით უკრაინულ პოლიტიკაში ბრუნდება ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორია.
ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Financial Times წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების წინამძღოლად დაინიშნა. ქვეყანაში, სადაც ომის დროინდელი კრიზისი მძვინვარებს, სააკაშვილის რეფორმების იმედი აქვთ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინფორმაციო სააგენტო France-Presse „რეფორმატორის ნათელ დაბრუნებას” იუწყება უკრაინულ პოლიტიკაში.” – წერს მაიკო ჯავახიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა









