LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას ყვებიან ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის შესახებ

რას ყვებიან ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის შესახებ

დაპოსტა 2020/02/04-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის მერიას საცხოვრებელი ფართი გამოყოფილი ჰქონდა. მრავალშვილიანი ოჯახის  საცხოვრებელი ყოფილი სტამბის შენობაში მდებარეობდა, ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით 200-300 მეტრში.

როგორც ბაღდათის მერი სააგენტო  Topnews.com.ge-სთან განმარტავს, საცხოვრებელი ფართის არსებობის მიუხედავად, ოჯახი მიტოვებულ შენობაში თვითნებურად გადავიდა.

„ამ ოჯახს ჩვენ გამოვუყავით ფართი 2012 წელს, ყოფილი სტამბის შენობაში. მათ სახელზე გადავაფორმეთ საცხოვრებელი და უსასყიდლოდ გადავეცით. იქ ცხოვრობდნენ წლები. ვერ გეტყვით, რომ საუკეთესო პირობები ჰქონდათ, მაგრამ ვიცი, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობდნენ ყოველდღე. ამასთან, სოციალურ დახმარებასა და პენსიას იღებდნენ თვეში სადღაც 1180 ლარამდე. მერიიდანაც  რაც დახმარებებია ერთჯერადი  მრავალშვილიანობაზე, წამლებზე და ა.შ. ყველაფერს იღებდნენ.

როგორც გავიგეთ, გარდაცვლილი ქალბატონის დედა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად იმ სახლში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული სახლი წლების მანძილზე მიტოვებული იყო,  კერძო იყო და არავინ არ ცხოვრობდა. როგორც აღმოჩნდა, დედასთან გადასულა საცხოვრებლად გარდაცვლილი ქალბატონი შვილებთან ერთად. ჩვენთვის არავის მოუმართავს, არც ამ მიტოვებული სახლის მეპატრონეს, რომ ვინმე იქ უკანონოდ იყო შეჭრილი. მოხდა ეს უდიდესი ტრაგედია,“-ამბობს ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვიცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე Topnews.com.ge-სთან განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა.

„სოციალური დახმარება ამ ოჯახს მოხსნილი არ ჰქონდა. ისინი იღებდნენ შემწეობას. შეჩერებული ჰქონდათ 2019 წლის ოქტომბერში, შემდეგ გადამოწმდნენ და ისევ გაუგრძელდათ დახმარება. დეკემბერში უკვე სრულად ჩაერიცხათ თანხა და შეჩერების პერიოდის თვეებიც აუნაზღაურდათ. თვეში 680 ლარს იღებდნენ მხოლოდ სოციალურ დახმარებისას,“-ამბობს ნინო ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით,  ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახნაძრო-სამაშველო ჯგუფი 2 წუთში გამოცხადდა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

Topnews.com.ge

გაზიარება517

დაკავშირებული -პოსტები

დღეს ჭყონდიდლობაა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
დღეს ჭყონდიდლობაა
მთავარი

დღეს ჭყონდიდლობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დავით აღმაშენებლის აღზრდელის და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე. მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის...

დაწვრილებითDetails

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. საქმეში ინიციატივა შედეგს მოგიტანთ, თუმცა ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. შესაძლოა მოულოდნელი...

დაწვრილებითDetails

25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებითთ. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში...

დაწვრილებითDetails

დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.   უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები...

დაწვრილებითDetails

სკოლის კედლებმაც იგრძნეს უზარმაზარი ტკივილი – იმერეთში გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობებიან

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სკოლის კედლებმაც იგრძნეს უზარმაზარი ტკივილი – იმერეთში გარდაცვლილ პედაგოგს ემშვიდობებიან
მთავარი

გელათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა პედაგოგი ეკა ნიშნიანიძე. ,,სიჩუმე, რომელიც დღეს ჩვენი სკოლის დერეფნებში ჩამოწვა, აუტანელი და მძიმე იყო. თითქოს სამყაროც გაჩერდა და სკოლის კედლებმაც იგრძნეს ის უზარმაზარი...

დაწვრილებითDetails

ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

დაწვრილებითDetails

წყლის 36 საათით გათიშვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა - ინფორმაცას "ტვ არგო" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა - 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ...

დაწვრილებითDetails

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"