ბათუმში მომხდარ საზარელი ტრაგედიიდან 8 დღე გავიდა, საზარელ შემთხვევას დღემდე გლოვობს მოსახლეობა.
კოპრუსის დანგრევიდან მალევე გავრცელდა კადრების, სადაც ტაქსის მძღოლი ჩანს თუ როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან.
ტაქსისტს მურმან ქარცივაძეს ,,ტვ პირველი” ესაუბრა.
,,ისეთი სტრესი მიიღო, რომ დღემდე ესმის ხალხის განწირული კივილის ხმა” – ამბობს ჟურნალისტი.<
„მე ასაკიანი კაცი ვარ, ნეტა მე წავსულიყავი და ბავშვები გადარჩენილიყვნენ“…. შევნიშნე ქვის კენჭი ჩამოვარდა კედელზე, შემდეგ იყო ბზარები და გაიკეცა ფანჯარა და დავიბენი“ – ამბობს „ტვ პირველთან“ მურმან ქარცივაძე ტაქსის მძღოლი ბათუმიდან, რომელიც 7 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის მთავარი მოწმე და თვითმხილველია, ის პირველივე წუთიდან უყურებდა კორპუსის ჩამონგრევას.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.