დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა ” დღის სტუმარში ” ისაუბრეს ნინუცა კეკელიამ და ივერი მელაშვილმა
როგორც ჟურნალისტი ამბობს, სასულიერო პირები ყველაფერს აკეთებდნენ მათ პროვოკაციაზე წამოსაგებად, ამ ყველაფერს კი სასაზღვრო პოლიცია მშვიდად ადევნებდა თვალს:
კადრში რაც ჩანს არის ერთი გაქნევა, რომელიც მხვდება. ამის შემდგ უკვე კამერა ითიშება, მე ტელეფონით გადაღების საშუალება იქ აღარ მომცეს და დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ოპერატორთან.
ჩემს მიმართ უფრო მეტად დამამცირებელი ფიზიკური შეხება იყო. სასულიერო პირი მირტყამდა წვეტიანი ფეხსაცმლით კოჭებში, დროდადრო საკმაოდ ძლიერად მხარზე. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ სადღაც დამეკარგა მოთმინება და პროვოკაციას წამოვგებოდი, ან უხეშად მეც შევხებოდი.
სასაზღვრო პოლიციის ორივე ეკიპაჟის წინ ხდებოდა ეს მოქმედება და ისინი ამაზე არ რეაგირებდნენ თხოვნის მიუხედავად” იხსენებს “მთავარის” კორესპონდენტი.
ინფორმაციას “მთავარი” ავცრელებს.