LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეცნიერებმა კორონავირუსის შესაჩერებლად  ვაქცინა შექმენეს

რას ამბობს ექიმი ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე

დაპოსტა 2021/01/19-ში
A A
391
ნახვა
გაზიარება

“ნორ­ვე­გი­ის მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლებ­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 400 -მდე ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა” – რას ამ­ბობს ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მე­დი­კო­სი ამ ქვე­ყა­ნა­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ მომ­ხდარ ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო წლებ­ში მა­ინც, ნე­ბის­მი­ერ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ან მო­რიგ ახალ, მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ლა­მის, ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცა (მაგ. C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, უამ­რა­ვი სი­ცო­ცხლე რომ გა­დაგ­ვირ­ჩი­ნა, ან თუნ­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის აც­რე­ბი და ა.შ.)… ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კო­ვიდ­თან ბრძო­ლის სტრა­ტე­გია და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მე­თო­დით შექ­მნილ-გა­მოც­დი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბია, რი­თაც აცრა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო და, ალ­ბათ, ჩვენ­თა­ნაც მალე შე­მო­ი­ტა­ნენ. ზო­გი­ერ­თი მას მო­უთ­მენ­ლად ელის, ბევ­რი – ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ან კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გია, ზო­გიც აც­რას კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის ლო­დინს ამ­ჯო­ბი­ნებს… ამას წი­ნათ ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ერ­თმა ფე­ის­ბუქ-პოსტმა მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა. ლა­პა­რა­კი იყო ნორ­ვე­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა­ზე, რაც ნორ­ვე­გი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ან­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბას იტყო­ბი­ნე­ბო­და.

მოვ­ძებ­ნეთ პოს­ტის ავ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­ნა ტოკ­ვი აია­ნე, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბით დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი აღ­მოჩ­ნდა და ამ­ჯე­რად ნორ­ვე­გი­ა­ში, კომ­პა­ნია “აია­ნე კონ­სალ­თინ­გში“ ჯან­დაც­ვი­სა და ფარ­მა­ცევ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა მრჩე­ვე­ლი გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ა­ნას ნორ­ვე­გი­ის ამ­ჟა­მინ­დელ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე, კო­ვი­დით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­სა და სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზებ­ზე, და­წყე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე და მის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე გა­მოვ­კი­თხეთ:

– მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტე­რე­სის­თვის. ბოლო დღე­ე­ბია, ნორ­ვე­გია მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­რე­სის ქვეშ მო­ექ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის გამო. ინ­ფორ­მა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ნორ­ვე­გი­ის დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტია. აქ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით – The Public Access to Information Act, Act no. 16, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რათა მათ შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ზე დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. შე­ვეც­დე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ჩემ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ნორ­ვე­გი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა 5,444,324 ადა­მი­ანს შე­ად­გენს. მათ­გან ტეს­ტი­რე­ბა 3,059,359 ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე ვირუ­სი სულ 58,651 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და და გარ­და­იც­ვა­ლა 521 ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გახ­ლავთ 0,88 %. არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ყო­ვე­ლი კვი­რის შემ­დეგ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მიმ­დი­ნა­რე­ობს და ქვეყ­ნდე­ბა მრა­ვა­ლი კვლე­ვა და მას­ში ნორ­ვე­გი­აც ჩა­ერ­თო. კვლე­ვე­ბის ანა­ლი­ზი მკვლე­ვა­რი ან პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, Pfizer/Biontech-ის ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი 10 000 დოზა ნორ­ვე­გი­ა­ში გა­სუ­ლი წლის 26 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვი­და და იგი ისეთ 5000 ადა­მი­ან­ზე გა­ნა­წილ­და, ვინც მა­ლე­ვე მი­ი­ღებ­და პირ­ველ დო­ზას და 3 კვი­რის შემ­დეგ – მე­ო­რეს. რად­გან ვაქ­ცი­ნა ქა­ლაქ ოს­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ლო­ჯის­ტი­კის­თვის პირ­ვე­ლი 5000 ადა­მი­ა­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და. ამი­ტომ შე­ირ­ჩა აღ­მო­სავ­ლეთ ნორ­ვე­გია, რო­გორც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი. “ჰელ­სე­დი­რექ­ტო­რა­ტის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბის პრი­ო­რი­ტი­ზი­რე­ბა შემ­დე­გი სა­ხით მოხ­და: მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლე­ბის რე­ზი­დენ­ტე­ბი და გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი; 85 წელ­ზე მეტი ასა­კი და გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ჯგუ­ფე­ბი; 75-84 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი; 65-74 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი და ადა­მი­ა­ნე­ბი 18-64 ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, რო­მელ­თაც აქვთ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი რის­კი; 55-64 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც აქვს სხვა და­ა­ვა­დე­ბა ან მდგო­მა­რე­ო­ბა; 18-54 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც აქვს სხვა და­ა­ვა­დე­ბა ან მდგო­მა­რე­ო­ბა; 55-64 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი; 45-54 ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი.

პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნორ­ვე­გი­ა­ში. აც­რის პირ­ველ ეტაპს დის­ტან­ცი­უ­რად ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რიც და­ეს­წრო – წყა­რო: regieringen.no, ფოტო: SMK

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ინექ­ცია 2020 წლის 27 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­და და პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი 67 წლის სვა­ინ ან­დერ­სე­ნი გახ­ლდათ. პრო­ცესს პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რებ­დნენ ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯან­მრთე­ლო­ბის მი­ნის­ტრი და ამ­ხნე­ვებ­დნენ მას. ეს ადა­მი­ა­ნი დღეს პირ­ვე­ლი, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ნორ­ვე­გი­ე­ლია და 17 იან­ვარს გა­ი­ა­რა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი. ნორ­ვე­გი­ა­ში უკვე მი­ვი­ღეთ ამე­რი­კუ­ლი “მო­დერ­ნას“ ვაქ­ცი­ნაც. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის – ბენტ ჰო­ი­ეს გან­ცხა­დე­ბით, ნორ­ვე­გია მი­ი­ღებს 3,4 მი­ლი­ონ ვაქ­ცი­ნის დო­ზას “ფა­ი­ზე­რის­გან“, 1.89 მი­ლი­ონ დო­ზას “მო­დერ­ნას­გან“ და 3.3 მი­ლი­ონ დო­ზას “ას­ტრა­ზე­ნე­კას­გან“. ასე­ვე, და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებს სხვა ვაქ­ცი­ნა­თა დო­ზებს. თუკი მი­ღე­ბუ­ლი დო­ზე­ბი ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ნორ­ვე­გია მათ სხვა ქვეყ­ნებს გა­და­უ­ნა­წი­ლებს. მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ 2021 წლის ივ­ნი­სამ­დე აც­რი­ლი იქ­ნე­ბა ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 70%.

პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნორ­ვე­გი­ა­ში აც­რის მე­ო­რე ეტა­პი­სას – წყა­რო: Nettavisen, ფრედ­რიკ ჰა­გე­ნის ფოტო (NTB)

– რას ამ­ბო­ბენ ვაქ­ცი­ნით გა­მოწ­ვე­ულ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

– FHI-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მით, პირ­ვე­ლი დო­ზით დღე­ის­თვის აც­რი­ლია 48680 ადა­მი­ა­ნი. აქე­დან ნორ­ვე­გი­უ­ლი წამ­ლის სა­ა­გენ­ტო­ში შე­ვი­და 29 მი­მარ­თვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგო­მი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ 29 მი­მარ­თვი­დან 23 გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტია. დღეს “ბლუმ­ბერ­გმა“ და­წე­რა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 33 შემ­თხვე­ვა­ზე. გა­და­ვა­მოწ­მე ეს ინ­ფორ­მა­ცია და ნორ­ვე­გი­ულ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ში კვლა­ვინ­დე­ბუ­რად 23-ია მო­ცე­მუ­ლი. გაწ­ვდით ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცემს, თუ გა­ნახ­ლდე­ბა, შე­გა­ტყო­ბი­ნებთ. მათ­გან 13 შემ­თხვე­ვა უკვე შე­ის­წავ­ლეს და ნორ­ვე­გი­ის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა ასე­თი გახ­ლავთ: “Pfizer-ის ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის არ წარ­მო­ად­გენ­და სა­შიშ­რო­ე­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია გამ­ხდა­რი­ყო ყვე­ლა­ზე სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი. თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სიკ­ვდილ­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შო­რის უშუ­ა­ლო კავ­შირ­ზე“.

ამ ანა­ლი­ზის შემ­დეგ FHI-მ და “ჰელ­სე­დი­რექ­ტო­რატ­მა” გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, რომ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­თა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე მოხ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა. რე­კო­მენ­და­ცია ეყ­რდნო­ბა შეს­წავ­ლილ შემ­თხვე­ვებს, რაც ცხად­ყოფს, რომ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან გარ­და­იც­ვალ­ნენ მხო­ლოდ ისი­ნი, ვი­საც იმ დრო­ის­თვის გა­აჩ­ნდა მიმ­დი­ნა­რე, ტერ­მი­ნა­ლუ­რი, მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბა. იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ, ზო­გა­დად, ნორ­ვე­გი­ის მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლებ­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 400 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ით გარ­დაც­ვლი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლის ბი­ნა­და­რი გახ­ლდათ.

მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე 80 წელ­ზე მეტი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ზე არ არ­სე­ბობს კვლე­ვა თვი­თონ მწარ­მო­ებ­ლის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ ასა­კის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ობს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი 80+ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან გაფრ­თხი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, ნორ­ვე­გი­ა­ში ჩა­ით­ვა­ლა, რომ ამ ჯგუ­ფის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცია შე­იც­ვა­ლა და, რო­გორც გი­თხა­რით, დღეს უკვე ნორ­ვე­გი­ა­ში 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ცრი­ან.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და მწარ­მო­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც. იმუ­ნო­ლო­გი არ გახ­ლა­ვართ, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ვაქ­ცი­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. მათი წყა­ლო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად მრა­ვა­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია ხდე­ბა. ვაქ­ცი­ნას, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტს, აქვს, ასე­ვე, გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვის უნა­რი. ვიცი, რომ ვაქ­ცი­ნა იწ­ვევს იმუ­ნურ პა­სუხს, არ იწ­ვევს გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ამის სა­პი­რის­პი­როს მტკი­ცე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­სა და ანა­ლიზს. ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკი­თხველს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს შემ­დეგ პუბ­ლი­კა­ცი­ას – “CDC – Understanding how vaccines work“ ან ენ­დოს იმუ­ნო­ლო­გის რჩე­ვას.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, უნდა მი­ე­ღოთ თუ არა ვაქ­ცი­ნა წარ­მო­ე­ბა­ში ასე სწრა­ფად, ამა­ზე პა­სუ­ხი ბი­ო­ქი­მი­კოს­მა უნდა გაგ­ცეთ. ეს არ არის ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, თუმ­ცა ვიცი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზე­ბამ­დე ხდე­ბა მისი სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლის სხვა­დას­ხვა ფო­კუსჯ­გუ­ფებ­ზე კვლე­ვა და პრე­პა­რატს ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის­თვის მხო­ლოდ კვლე­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამ­ტკი­ცე­ბენ, ად­გე­ნენ და ბეჭ­და­ვენ ანო­ტა­ცი­ას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წე­სებს და ა.შ. ვიდ­რე ვაქ­ცი­ნა მსგავ­სი კვლე­ვის ეტა­პებს მი­აღ­წევს, ხდე­ბა მისი ფი­ზი­კუ­რად შექ­მნა. დღეს­დღე­ო­ბით შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს უამ­რა­ვი ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა თუ მათ მიერ ლე­ტა­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

პი­რა­დი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ფორ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ­ზე მუ­შა­ობს. ეს პრო­ცე­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, მათ­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­როა და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ხდე­ბა. არ­სე­ბობს პრო­ცე­სის დროს ისე­თი ელე­მენ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვე­ბიც, რომ­ლე­ბიც არა­მარ­ტო იმ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფე­ხუ­რის მე­ქა­ნიზ­მზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, რო­მელ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, არა­მედ სხვა და­ა­ვა­დე­ბის წარ­მოქ­მნის მე­ქა­ნიზ­მებ­ზეც მოქ­მე­დებს შე­მა­კა­ვებ­ლად ან პი­რი­ქით – გამ­შვე­ბად.

მე­ო­რე სა­კი­თხი ისაა, რომ პრე­პა­რა­ტის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზე­ბამ­დე, გარ­და კვლე­ვე­ბი­სა, დიდი დრო სჭირ­დე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და კარ­გი და­ფი­ნა­სე­ბის გამო ეს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი დრო­ში დაჩ­ქარ­და, რაც ვფიქ­რობ, მხო­ლოდ სა­სი­ხა­რუ­ლოა და დაგ­ვა­ნა­ხა ის, რომ ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა ამ ვა­დებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Pfizer/Biontech-ის ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა გახ­ლავთ 95%, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 100 ადა­მი­ა­ნი­დან ვინც ამ ვაქ­ცი­ნის სრუ­ლი კურ­სით აიც­რე­ბა, 95 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, ხოლო 5 ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ რა­ო­დე­ნო­ბებ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, მა­გა­ლი­თად, მი­ლი­ონ ან მი­ლი­არდ ადა­მი­ან­ზე, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მია, რად­გა­ნაც ეს ვაქ­ცი­ნა აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხო­ლოდ 5%-ში არ გა­მო­იწ­ვევს იმუ­ნი­ტეტს. ამ 5 %-იდან კი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვირუს­თან ერ­თად გა­რე­მო­ში მოხ­ვდე­ბი­ან, და­ა­ვად­დე­ბი­ან, და­ა­ვა­დე­ბულ­თა­გან კი გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გარ­და­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ბა 95%. ეს არის ფაქ­ტობ­რივ მო­ნა­ცემ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი და მეც­ნი­ე­რე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

– ზო­გა­დად, ნორ­ვე­გი­ა­ში ვაქ­ცი­ნას უფრო ელო­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი თუ კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტის ლო­დინს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ?

– ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი ნდო­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე – სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ბევ­რია და სხვა დროს შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ლა­პა­რა­კიც. პი­რა­დად მე მყავს 82 წლის დე­დამ­თი­ლი, 85 წლის დე­ი­და და 87 წლის ბიძა. ვფიქ­რობ, კარ­გი მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მოყ­ვა­ნაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ სა­მი­ვე იმ ასა­კობ­რივ ჯგუფ­შია, რო­მელ­შიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ სიკ­ვდი­ლი და­ფიქ­სირ­და, სა­მი­ვე ელო­დე­ბა ვაქ­ცი­ნას და მი­იჩ­ნევს, რომ რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში და­ფიქ­სირ­და, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და ექი­მებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რა სჯო­ბია, როცა საქ­მე მე­დი­ცი­ნას ეხე­ბა. მე, პი­რა­დად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ ნორ­ვე­გი­ელს ან არა­ნორ­ვე­გი­ელს ნორ­ვე­გი­ა­ში არ შევ­ხვედ­რილ­ვარ. ინ­ტე­რე­სი აქაც დი­დია, სკეპ­ტი­ციზ­მი – შე­და­რე­ბით და­ბა­ლი. სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტსაც და ახალ სა­ინ­ტე­რე­სო მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­საც აქაც დიდი ინ­ტე­რე­სით ელი­ან.

თა­ვად მე, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ოჯახ­ში, სა­დაც ექი­მე­ბის მრა­ვა­ლი თა­ო­ბა ცხოვ­რობ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ და არი­ან ძა­ლი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი, ჩემი დიდი ბა­ბუა კონ­სტან­ტი­ნე კა­ხი­ძე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ნერგვის პი­ო­ნე­რი გახ­ლდათ. ჩემს ოჯახ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კა მა­ღალ დო­ნე­ზე იდგა, ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, არა­ე­თი­კუ­რი იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე რჩე­ვის გა­ცე­მა მა­შინ, როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში ექი­მად არ ვმოღ­ვა­წე­ობ და როცა ქვე­ყა­ნას ჰყავს მა­ღა­ლი დო­ნის ექი­მე­ბი.

მე კონ­სულ­ტან­ტი ვარ სა­მე­ნე­ჯე­რო დარ­გში, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, შემ­დგომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ჯან­დაც­ვა­სა და ფარ­მა­ცი­ა­ში დღეს ამ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვი­სა და სტრა­ტე­გი­ის შერ­ჩე­ვის­თვის ვი­ყე­ნებ და ამ სტრა­ტე­გი­ას ვთა­ვა­ზობ დამ­კვეთს მო­თხოვ­ნი­სა­მებრ. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში კი სა­ჭი­როა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ლა­პა­რა­კი და მოქ­მე­დე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა კი, სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად, მო­ი­ცავს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სად­მი პა­ტი­ვი­სა და ნდო­ბის გა­მო­ხატ­ვას, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას და არა – იმ­პე­რი­ულ რჩე­ვას. შემ­თხვე­ვი­თი რჩე­ვე­ბი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ეგო­ცენ­ტრიზ­მი და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო­ე­ბი­თი აუ­დი­ენ­ცი­ის მო­ზიდ­ვის მცდე­ლო­ბა ამ სფე­რო­ში ფა­ტა­ლუ­რიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

ნორ­ვე­გი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (FHI) და ჯან­მრთე­ლო­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის რჩე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი ასე­თია – გა­აგ­რძე­ლეთ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­ის­წავ­ლეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ინი­ექ­ცი­ამ­დე და ვაქ­ცი­ნა­ცია გა­და­წყვი­ტეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამ რჩე­ვას და ასე­ვე პან­დე­მი­ის მარ­თვის ცენ­ტრა­ლუ­რად გა­ცე­მულ რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი და ისი­ნი ახ­დე­ნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შიგ­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. თუმ­ცა ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და სხვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გას­ცე­მენ ოფი­ცი­ა­ლურ რჩე­ვებ­სა თუ გან­კარ­გუ­ლე­ბებს პირ­და­პირ ეთერ­ში. ეს რჩე­ვე­ბი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და ანა­ლიზ­ზე.

ჩემი ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ხოლო თუკი ინ­ფორ­მა­ცი­ას ან რჩე­ვას გას­ცემთ (აქ მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლისტს ან ექიმს არ ვგუ­ლის­ხმობ), ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლინ­კიც და­ურ­თეთ. ამ სა­კი­თხებს ნორ­ვე­გი­ა­ში და­წყე­ბი­თი სკო­ლი­დან­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რათა მოხ­დეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა თუ პლა­გი­ა­ტიზ­მის აღ­მო­ფხვრა.

გთხოვთ, ენ­დოთ და და­იც­ვათ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ ეტაპ­ზეც და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბის დრო­საც. ადა­მი­ა­ნებს აქვთ უნა­რი, უფრო მეტი მო­ინ­დო­მონ თქვენ­თვის, როცა ნდო­ბას ხე­და­ვენ. უნ­დობ­ლო­ბა და­მან­გრე­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს (სა­უ­ბა­რი ჩა­წე­რი­ლია 18 იან­ვარს – ი.ხ.) კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის დიდი კლე­ბა და­ფიქ­სირ­და. ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის კარგ შე­დე­გებ­ზე მი­უ­თი­თებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან კი­დევ ბევრ შე­დეგ­სა და დე­ტალს შე­ი­ტყობთ.

ბო­ლოს კი მო­გახ­სე­ნებთ, რომ ნორ­ვე­გი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი და წამ­ლის სა­ა­გენ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად დამ­დგა­რი ლე­ტა­ლო­ბის 13 შეს­წავ­ლილ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავს, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი კი ვან­დოთ ქარ­თველ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ად­გილ­ზე.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მზად ვარ, გა­გი­ზი­ა­როთ ნორ­ვე­გი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბულ სტრა­ტე­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბით, მე მათ გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ და – სა­კუ­თარ თავ­თან პა­ტი­ოს­ნად მოხ­დი­ლი ვა­ლის­გან მი­ნი­ჭე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას.

  • ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Helsedirektoratet-ის, FHI-ის, Regjeringen-ისა და Legemiddelverket- ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი.

ambebi.ge

გაზიარება156

დაკავშირებული -პოსტები

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

მაისის ყველაზე იღბლიანი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ასტროლოგების პროგნოზით, მაისი განსაკუთრებულად წარმატებული სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება. ამ პერიოდში მათ ფინანსური, პროფესიული და პირადი წარმატებები ელით. პირველ ადგილზეა კურო - მაისი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების დროა. მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ამ დროისთვის, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა
მთავარი

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან...

დაწვრილებითDetails

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ბოლო ცნობებით, მამაკაცი ლიანდაგებიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს, გაჩერებულია მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან...

დაწვრილებითDetails

„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო,...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"