„რას აკეთებდა შსს-ს მინისტრი, მაშინ როდესაც სპეცრაზმი ჩვენს ახალგაზრდებს სცემდა? რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს?“- ეს კითხვები აქვს საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს დავით ხაჯიშვილს ვახტანგ გომელაურთან, რომელიც ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარეს.
„რა თქმა უნდა მთავარი კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სცემდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ახალგაზრდებს სპეცრაზმელები? რას აკეთებდა ამ დროს მინისტრი? ამ ყველაფრის შემდეგ რა პასუხი მოეთხოვათ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, იმის გამო, რომ თავ-ყბა დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს?“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი.