პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულაია საღორიის ტყეში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს და გამხარი ხეების სანიტარული ჭრისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას. მისი თქმით გახმარმა ხეემბმა შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს:
”კატასტროფაა რაც ხდება საღორიის ტყეში. ამ ხელისუფლებას მიესადაგება ქართული გამოთქმა ”გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო. წაქცეული გახმობის პირას მყოფ ხეებზე ჩაატარონ სანიტარული ჭრა და მისცე ადამიანებს, მოუნიშნო მათ ადგილი და თავისი სახსრებით მოჭრან, აი რა დაშავდება ამით. ქარმა რომ წააქციოს ეს ხე და სარეჯგველასავით რომელიმე მანქანა მოყვეს ქვეშ და ვინმე დაიღუპოს პასუხისმგებელი არა ხართ? მერე მისი შვილი ან მამა მოვიდეს თავში ჩაგარტყას აგური ღირსი არ იქნები? რა არის რა უბედურობაა, ვინ სიკვდილი ხართ, რამ გაგაცოფათ და შეგაზარათ ეს ქვეყანა ბიჭო.” – აცხადებს გოგი წულაია.









