”ჩვენი გადადგილების შეზღუდვის უფლება არის დარღვეული, როგორც ხედავთ მეორე დღეა გადაკეტილია გზა. იმის გამო რომ, კომპანიას დისკომფორტი არ შეექმნას, გამოყენებულია მთელი საპოლიციო ძალები და გადაკეტილია მთლიანად გზა. ფაქტობრივად ბლოკირებულნი ვართ. დღეს რასაც ვუყურებთ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გაფორმებულია ოკუპაცია. ჩვენ ქართველებს ჩვენს მიწაზე გადაადგილების უფლებას გვართმევენ,თან ისე აშკარად, რომ ეს მიწები ჩვენი აღარაა. კარავის ხელახლა გაშლა კი ასახავს იმას, რომ რამდენ უგნურ ნაბიჯსაც გადმოდგამს ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლება, იმდენი გონიერი ნაბიჯი გვექნება ჩვენც”- მაკა სულაძე
ასე ეხმაურება რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე ნამახვანში განვითარებულ მოვლენებს, სადაც დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს









