
ქალაქ ბოსტონში მდებარე ცნობილი „ვიწრო სახლი“ 1,25 მილიონ დოლარად გაიყიდა. ოთხსართულიანი შენობა 1862 წელს აშენდა. მისი ფართობი 1 165 კვადრატული მეტრია. სახლის სიგანე ყველაზე ფართო ადგილას მხოლოდ 3 მეტრს შეადგენს, ყველაზე ვიწრო მონაკვეთში კი 2,8 მეტრს. სახლში 2 საძინებელი და 1 სველი წერტილია.










