ცნობილია მუსიკოსების ვინაობა, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქუთაისის სცენაზე წარსდგებიან.
ქუთაისის მერია აღნიშნული ღონისძიებისთვის 47 550 ლარს იხდის, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტში კულტურის პროგრამის ქვეპუნქტიდან (საახალწლო ღონისძიებები) დაიხარჯება.
თანხები შემსრულებლებს შორის ასეა გადანაწილებული:
ჯგუფი ,,ANIK” 16 500 ლარი
ანსამბლი ,,ჰერიო“ 12 000ლარი
ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი’’ 10 000 ლარი
,,ჩვენი კვარტეტი“ 4 000 ლარი
ინდირა ჯგერნაია 2 550 ლარი
დიჯეი ZAPA 1 200 ლარი
PAJO – 650 ლარი
Jason De Leone – 650 ლარი